“დაინახე / SEE” – ჯეისონ მამოა ახალ სერიალში, რომელშიც მთელი სამყარო ბრმაა

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

“ალესილი კეპების” სცენარისტი სტივენ ნაითი, კინოსამყაროს ახალ, ბრუტალურ სერიალს სთავაზობს, სადაც არ სისხლის ნაკლებობა იქნება და არც იუმორისტული ელემენტების.

“დაინახე / SEE” შორეულ მომავალში ვითარდება, რომელშიც კაცობრიობა ბრმაა, მას შემდეგ რაც მილიონობით ადამიანი ვირუსულმა ეკო-კატასტროფამ გაანადგურა. გადარჩენილები დაბრმავდნენ და მათი შთამომავლები, ველურ სამყაროში ცხოვრობენ. ისტორიული ფაქტი, რომ ადამიანებს მხედველობის უნარი გააჩნიათ, ამ საზოგადოებებში ერეტიულ მითად არის აღქმული. სწორედ ამ რეალობაში, ერთ-ერთი თემის “ალკენის” მამამთავრის ცოლს, მხედველობის უნარის მქონე ტყუპები უჩნდება და ერეტიკოსები მათზე ნადირობას იწყებენ.

დაიწყე ფილმის ყურება დღესვე: “დაინახე / SEE”

“ალკენის” მამამთავრის – ბაბა ვოსის როლს, ცნობილი მსახიობი ჯეისონ მამოა ასრულებს, მისი პარტნიორი კი სილვია ჰაიკია. როდესაც ალკინებს, მათი ვიწრო თემიდან, სხვა გაცილებით ვრცელ სამყაროში უწევთ გასვლა, თავის გადასარჩენად, ძალადობით სავსე სამყაროსთან უწევთ დაპირისპირება.

ეს არის ძალიან საინტერესო სერიალი, ალტერნატიული რეალობიდან: თუ როგორ იბრძვიან ადამიანები გადარჩენისთვის, როგორ რეგულირდება ურთიერთობები ვიწრო და დიდ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის, როგორ სწამთ, რაზე ლოცულობენ და საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ სამყარო რომელიც ასეთი საშიშია და არაცივილური, ჩვენივე ნაწარმოებია – ფილმი საკმაოდ მწვავე ეკოლოგიურ მესიჯსაც ატარებს.

“ალესილი კეპების” მსგავსად, სცენარისი აქაც ავითარებს სიუჟეტს, სადაც თემის ხელმძღვანელს, ბრძოლის მეშვეობით უწევს შვილების, საკუთარი ხალხის და პრინციპების დაცვა.

უყურე movie.ge-ზე