მეორე თიზერი: “ახალგაზრდა პაპის” მეორე სეზონი ეკრანებზე 2020 წლის იანვარში გამოვა

საინტერესო სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

HBO-ს მასშტაბური სერიალი “The Young Pope”(მეორე სეზონში “New Pope”)-ს მსოფლიო პრემიერა 2020 წლის იანვარში იგეგმება, მანამ კი სტუდია სეზონის მეორე თიზერს აქვეყნებს:

ნახეთ თიზერი:

ახალი პაპი ჯონ მალკოვიჩია, რომლის სამსახიობო ოსტატობაშიც ეჭვი არავის ეპარება, თუმცა საინტერესოა, შეძლებს თუ არა ჯუდ ლოუს პერსონაჟისთვის, ღირსეული კონკურენტის შექმნას. ახალ სეზონში გამოჩნდებიან მერლინ მენსონი და შერონ სტოუნიც.

თიზერის მიხედვით, ლენი ბელადო, პირველი სეზონის ბოლო სცენის შემდგომ, სადაც ის პირველად გამოდის ხალხის წინაშე და შეუძლოდ ხდება – კომაშია.”საპაპო კარზე” კი ახალი ინტრიგები იხლართება – ”მსოფლიოში ყველამ უნდა იცოდეს ვინ არის ახალი პაპი. ეს არ არის ამაოება, ეს აუცილებლობაა. ” – ამბობს ერთ-ერთ ეპიზოდში ჯონ მალკოვიჩის ახალი პაპი. რომელსაც თავად მსახიობი შემდეგნაირად ახასიათებს: “უპასუხისმგებლო, გულგრილი, პომპეზური და ამაყი.”

“HBO”-ს და “Canal+”-ის კოპროდუქცია, მეორე სეზონის ცხრა ეპიზოდით 2020 წლის იანვრიდან “Sky Atlantic”-ის და “NOW TV”-ის ეთერში დაიწყება.

“ახალგაზრდა პაპი / The Young Pope”-ს პირველი სეზონი ნახეთ აქ: movie.ge