“შინდისის” შემოქმედებითი ჯგუფი აფხაზეთის ომზე ახალ ფილმს გადაიღებს

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

ცინცაძის ფილმი “შინდისი”, საქართველომ ოფიციალურად წარადგინა ამერიკის კინოაკადემიის 92-ე დაჯილდოვებაზე, საერთაშორისო ფილმების კატეგორიაში. მისი შემოქმედებითი ჯგუფი, ორკარზე მიემგზავრება. გასულ კვირას კი ფილმმა, ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი მთავარი ჯილდო მიიღო – ფილმმა გრან პრი აიღო, რეჟისორი დიტო ცინცაძე კი საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.

ნოემბერში ფილმი კიდევ ერთი საერთაშორისო აზიური კინოფესტივალის პრიზისთვის იბრძოლებს. ოსკარის ფარგლებში, „შინდისის“ 12 სეანსია დაგეგმილი.

როგორც ფილმის პროდიუსერმა, ედმონდ აბაშიძე-მინაშვილმა განაცხადა(წყარო „PrimeTime”), ის ომის თემატიკაზე კიდევ ერთ ფილმს გადაიღებს, ამჯერად აფხაზეთის ომზე. ფილმზე მუშაობა 2020 წლიდან დაიწყება.

„„შინდისის“ შემქმნელებმა გადავწყვიტეთ, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულ ისტორიულ მასალებზე კიდევ ერთი ფილმი გადავიღოთ. იდეა მაქვს, რომ ჩვენს კიდევ ერთ ტკივილზე –  აფხაზეთის ომზე გადავიღოთ შემდეგი ფილმი. სცენარს მე და ირაკლი სოლომანაშვილი დავწერთ. კონცეფცია ჩემია. შეგროვილი მაქვს საინტერესო ფაქტები და მასალები, ვიდეო და წერილობითი სახის, გამოკითხული მყავს პირველი პირები, ვეტერანები, დაღუპულების ოჯახები… მოკლედ, დიდი ხანი ამაზე ვფიქრობ და უახლოეს მომავალში საინტერესო პროექტს შემოგთავაზებთ“ – ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი.

ნახეთ სტატია: “შინდისის” ამერიკული პრემიერა 13 ოქტომბერს შედგება

ნახეთ სტატია: 14 ფილმი, რომელიც ოსკარზე “შინდისის” კონკურენტი იქნება