ნახეთ ვიდეო: გამოჩნდება თუ არა Spider-man ახალ Venom-ში – Sony და Marvel თანამშრომლობას აგრძელებს

საინტერესო სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

შესაძლოა „Spider-man”-ზე კიდევ ერთი, ახალი ფილმი გადაიღონ.

„აღფრთოვანებული ვარ, რომ Spider-man-ის მოგზაურობა MCU-ში გრძელდება. მეც და Marvel-ის მთელი გუნდი, ბედნიერია, რომ ამაში მონაწილეობას მიიღებს. სპაიდერ მენი არის ძალიან ძლიერი პერსონაჟი, რომელიც ერთიანად უყვარს ყველა ასაკის მაყურებელს.“ – განაცხადა კევინ ფეიჯმა Marvel-სა და Sony-ს განახლებული მოლაპარაკებების შემდგომ. ბოლო ინფორმაციის მიხედვით Sony აგრძელებს თავის Spidey-ვერსიას და როგორც გვიანონსებენ, მოვლენების განვითარებას ვერაფრით, ხოლო, თუ კინოინდუსტრიული კულუარების ინფორმაციას დავეყრდნობით, Spider-man „მარველის“ ახალ ფილმშიც გამოჩნდება.

2015 წლის, მარველის და სონის სტუდიური თანამშრომლობის შედეგად, ორი ახალი ფილმი გადაიღეს. გასული ზაფხულის ჰიტი „Spider-man: სახლიდან შორს“ და „შინ დაბრუნება / Homecoming”. ორი სტუდიის წარმატებული და მომგებიანი თანამშრომლობა აგვისტოში, სწორედ „Spider-man: სახლიდან შორს“-ის გამოსვლის შემდეგ დასრულდა. განახლებული თანამშრომლობის პირობები და დეტალები კი ჯერ-ჯერობით უცნობია.

უცნობია სად და როგორ გამოჩნდება ახალი Spider-man. არსებობს მოსაზრება, რომ “Venom”-ის ახალ ფილმში, რომლის გადაღებებიც ნოემბერში დაიწყება. უცნობია ასევე Spider-man-ის როლის შემსრულებელი იქნება თუ არა ის ისევ ტომ ჰოლანდი. Venom-ის და Spider-man-ის გმირების ერთმანეთთან დაკავშირება, ყველაზე გავრცელებული ვერსიაა.