მაყურებლის ბლოგი: ფილმი “მძიმე დანაშაული /EL CAMINO: A BREAKING BAD”

იპოვე ფილმი საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

ვფიქრობ ხოლმე, რომ ყველა ამბავი უნდა სრულდებოდეს მაშინ, როცა დასრულება  ყველაზე ნაკლებად გინდა. რადგან ესაა შესაძლებლობა, მასზე სამუდამოდ ფიქრობდე და მთელი ცხოვრების განმავლობაში არკვევდე, როგორი ფილოსოფიაა.ეს სამუდამო ფილოსოფიაა.

სერიალებზე გადაღებული დამოუკიდებელი ფილმები, უკანა ფონზე წარსული კადრებით და მოგონებებით, უკვე აღარაა ახალი და მგონია მხოლოდ შემოსავლის მოპოვებას ემსახურება.

EL CAMINO: A BREAKING BAD MOVIE -2019 წელს გამოვიდა და მოგვითხრობს „მძიმე დანაშაულის“ დასრულების შემდგომ რა ბედი ეწია ჯესის, რომელიც უოლტერ უაიტის ყოფილი მოსწავლე და პარტნიორი იყო. უოლტერი სკოლაში ქიმიას ასწავლიდა. მას შემდეგ კი, რაც საკუთარი დიაგნოზის – ფილტვის კიბოს შესახებ გაიგო, მეტანფეტამინის წარმოება და გაყიდვა დაიწყო, რადგან  ოჯახისთვის მყარი ფინანსური მდგომარეობა შეექმნა და დაეტოვებინა.

სერიალში „მძიმე დანაშაული“ არაერთი საოცარი და არაპროგნოზირებადი სცენაა, რასაც ვერ ვიტყვით ფილმზე, რომელიც წინასწარმეტყველებით იწყება და დაკვირვებული მაყურებელი, მარტივად აღმოაჩენს დასასრულს, რადგან ამაზე ფილმის დასაწყისი გვიყვება.

ერთი მხრივ, შეიძლება კარგიც იყოს ფილმის გამოსვლა და განმარტება იმისა თუ რა ბედი ეწია ჯესის, უოლტერის გარდაცვალების შემდეგ. ხოლო ღირებულება მხოლოდ რამდენიმე სცენაში და დიალოგშიც შეიძლება დავინახოთ. მაგალითად, როდესაც ჯესის ისევ ჰყავს მეგობრები, რომლებიც ეხმარებიან და მოგონებები, რომლებმაც ასწავლეს როგორ დაიწყოს სხვა ცხოვრება, მაგრამ არ დაივიწყოს ძველი, რადგან ეს ცოდნის ისტორიაა.

მარტივად ამოსაცნობი სცენებიდან რამდენიმეს გამოვყოფდი. მაგალითად არასდროს მესმის რატომ ათავისუფლებენ ტყვეობაში მყოფებს დამტყვევებლები. ტოდს ჯესის დახმარება სჭირდებოდა, მაგრამ შეეძლო სხვებისთვის ეთხოვა დახმარება, ისე რომ საიდუმლო არ გაემხილა. ბიძას ვერ სთხოვდა, მაგრამ ჯესისთვის დახმარების თხოვნაც არ იყო კარგი იდეა; ფული აუცილებლად ახლოს უნდა გქონდეს, და აუცილებლად კედელში დამალული, რომელსაც „მძარცველი“ მთელი სახლის გადატრიალების და ყველა კედლის გასინჯვის შემდეგ აუცილებლად მიაგნებს და შარვალი, რომელსაც ქამარი არ უკეთია, შარვლის აწევის სცენა გვამზადებს იმისთვის რომ აქ სადღაც ქამარი აუცილებლად გამოჩნდება.

– შენ სად წახვიდოდი ჩემს ადგილას რომ იყო?

– ალიასკაზე, იქ შეგიძლია ის იყო, ვინც გინდა , აუთვისებელი ადგილია

– იქნებ გამომესწორებინა ყველაფერი?

– ბოდიში შვილო , მაგრამ მაგას ვერასდროს შეძლებ.

ფილმში ბევრია ისეთი ფრაზა, რომელიც დასაწყისს უბრუნდება და დასასრულთან აახლოებს, მაგალითად ტოდის ბიძია ჯეკი, რომელსაც ჯესი დატყვევებული ჰყავს, ტოდს მუდმივად უმეორებს რომ ცხოვრება ისაა, რადაც გადააქცევ.

ჯესის სამომავლო გეგმებზე მოგონება უოლტერზე გვაფიქრებს: უოლტერი სთავაზობს ჯესის ბიზნესზე ისწავლოს, და ძალიან ნანობს, რომ თვითინ გვიან მიხვდა, რას ნიშნავს ცხოვრებაში აკეთებდე მნიშვნელოვან საქმეს და ძალიან ცოტა ადამიანს ეძლევა ცხოვრების ახლიდან დაწყების საშუალება.

სად წავიდა ჯესი? ალიასკაზე. იქ, სადაც შეგიძლია ის იყო, ვინც გინდა, მაგრამ ვერასდროს დაივიწყო ვინც იყავი.

და ბოლოს, უკანასკნელი მოგონება – კრისტენი: იქით უნდა წახვიდე საითაც სამყაროს შენ თვითონ წაიყვან – ეს ნამდვილად კარგი ფილოსოფიაა.

ფილმში კითხვას უპასუხეს, თუ სად წავიდა ჯესი. უოლტერის გაცოცხლება მთლიანად გადაუსვამდა ხაზს, სერიალის მშვენიერ ფინალს. ფანტასტიკის ელემენტები აქაც იყო,რა თქმა უნდა. თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო ის, რასაც ველოდი. ჯესიმ წარსული გამოცდილებით ისწავლა და მისი სამომავლო გეგმების გაგებაც შეგვიძლია მოგონებების ხაზის საშუალებით:
„ჯესი ბიზნესი ისწავლე და ჯესი შენი ცხოვრება შენ მართე, და ცხოვრება ისაა ჯესი, რადაც მას შენ გადააქცევ“ – ემოციურად განადგურებული ჯესი, მიდის საკუთარი თავის საძლიებლად და მოგონებებიც თან მიაქვს. სწორედ ამიტომ, ის ვერაფერს გამოასწორებს, მაგრამ შეუძლია ის იყოს, ვინც უნდა, სხვაგან.

უყურეთ ფილმს movie.ge – ზე.

ფილმის სანახავად დააკლიკეთ სათაურს: ელ კამინო: მძიმე დანაშაული / El Camino: A Breaking Bad

სერიალის სანახავად დააკლიკეთ სათაურს: მძიმე დანაშაული / Breaking Bad

ავტორი: ია კელერმანი