ნახეთ თრეილერი: “Doolitle” კინოეკრანებზე 2020 წლის იანვარში გამოვა

იპოვე ფილმი საინტერესო სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

“Univesal Pictures”-მა “Doolitle”-ს პირველი თრეილერი გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარ როლს რობერტ დაუნ უმცროსი ასრულებს.


ცოლის გარდაცვალების შემდეგ, დოქტორი დულიტლი, შვიდი წელი მხოლოდ ცხოველების გარემოცვაში ცხოვრობს, მანამ სანამ ის დედოფალს არ დასჭირდება. აქ კი ვეტერინარის თავგადასავალი იწყება.

ნახეთ თრეილერი:


სოციალურ ქსელებში, თრეილერის გამოსვლის შემდეგ დიდი “მითქმა-მოთქმაა” ატეხილი. კრიტიკოსები უარყოფით შეფასებებს არ იშურებენ.


ახალი ფილმი რიჩარდ ფლაისერის 1967 წლის კინოეკრანიზაციის, პირველი “ექიმი დულიტლი”-ს რიმეიქია. დოქტორი დულიტლი ვეტერინარია, რომელიც ცხოველებთან ერთად ცხოვრობს და მათი ენა ესმის. ფილმს იმავე წელს ოსკარი აქვს მიღებული.


ფილმს ახმოვანებენ ისეთი მსახიოებები, როგორებიც არიან ემა ტომპსონი, ანტონიო ბანდერასი, მაიკლ შინი, სელენა გომესი.

ახალი ფილმი კინოთეატრებში 2020 წლის 17 იანვარს გამოვა.