ნახეთ თრეილერი: “ვიკინგების” მე-6 სეზონის, პირველი ეპიზოდი 4 დეკემბერს გამოვა

იპოვე ფილმი სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

ლეგენდარული სერიალის “ვიკინგების” ბოლო, მე-6 სეზონის თრეილერი გამოქვეყნდა. პირველი ორი სერია კი 4 დეკემბერს გამოვა.

ნახეთ თრეილერი:

როგორც მე-5, ასევე მეექვსე სეზონიც ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველი სეზონის მომდევნო 8 ეპიზოდს, მაყურებელი 2019 წელს, ხოლო დანარჩენ 10 სერიას 2020 წელს იხილავს.

“თავიდანვე ვიცოდი, რომ “ვიკინგები” 89 ეპიზოდის შემდეგ დასრულდებოდა. მჯერა, რომ რაგნარის და მისი ვაჟების საგამ თავისი სათქმელი თქვა და მის გულშემატკივრებს ღირსეულად ვემშვიდობებით. მიუხედავად იმისა, რომ რთულია მოისმინო, “ვიკინგების” დასასრულამდე 20 ეპიზოდი დარჩა, უნდა ვიცოდეთ, რომ წინ ყველაზე ამბიციური და საინტერესო კადრები გელოდებათ” – განაცხადა “ვიკინგების” შემქმნელმა მაიკლ ჰირტსმა.

გასული სეზონი, ძმებს შორის ომით დასრულდა, როცა ბჟორნის გამარჯვებამ, ივარის ტირანული მმართველობა დაასრულა. ახალი მეფეს, ძალაუფლებასა და ზნეობას შორის ზომიერების დაცვა უჭირს, თუმცა ცდილობს მამის კვალს დაადგეს. ახალი გზების ძიებაში, ის რუსეთში ხვდება, დაუნდობელ და არაპროგნოზირებად პრინც ოლეგთან.

მიუხედავად იმისა, რომ “ვიკინგების” დასასრული, იანვარში გაცხადდა, მისი შემქმნელები ირწმუნებიან, რომ შეიქმნება ახალი პროექტი, რომელიც ისტორიას გააგრძელებს.

ნახეთ “ვიკინგების” ძველი სეზონები აქ: movie.ge