“შინდისის” ამერიკული პრემიერა 13 ოქტომბერს შედგება

საინტერესო სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

დიტო ცინცაძის ოსკარზე წარდგენილ ფილმ “შინდისის” ამერიკული პრემიერა, 13 ოქტომბერს “Heartlandfilm” საერთაშორისო კინოფესტივალის, მთავარ საკონკურსო დღეს გაიმართება.

“შინდისი” რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ფილმია და ე.წ. აგვისტოს ომის დაღუპული გმირების – სენაკის მეორე ბრიგადის, ჩვიდმეტი ჯარისკაცის ისტორიას მოგვითხრობს. ფილმში მონაწილეობენ გოგა პიპინაშვილი, დავით ბახტაძე, გიორგი ხურცილავა, თამუნა აბშილავა, ქეთა შათირიშვილი, მარიამ ჯიბლაძე და სხვა ქართველი მსახიობები.

ამერიკულ პრემიერამდე, “შინდისი” ევროპული კინოსაზოგადოების წინაშე წარსდგება. ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული ფილმის პრემიერა 11 ოქტომბერს გაიმართება.

თრეილერი:

ასევე დაგაინტერესებთ:

“შინდისი” – ოსკარზე ნომინირებული ქართული ფილმი
14 ფილმი, რომელიც ოსკარზე “შინდისის” კონკურენტი იქნება