კაცი, რომელმაც ქართული კინომუსიკა შექმნა, გარდაიცვალა

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

დაიბადა 1935 წლის 10 აგვისტოს. 2019 წლის 2 ოქტომბერს კი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, პოეტურად/მუსიკალურად რომ ვთქვათ შუა შემოდგომაზე, ყვითელ ფოთლებს გაჰყვა ანუ გარდაიცვალა, ყველასთვის საყვარელი და გენიალური კომპოზიტორი – გია ყანჩელი.

“როდესაც მე ვმუშაობ რობერტ სტურუასთან ან დანელიასთან ან შენგელაიასთან ან ლანასთან,კინემატოგრაფში, მე წარმოვადგენ ერთ-ერთ დამხმარე ძალას – ვაკეთებ იმას, რაც მათ სურთ” – გია ყანჩელის როლი, ძალიან დიდია ქართულ კინემატოგრაფიაში. ის წერდა მუსიკას ოპერისთვის, თეატრისთვის.

ამბობენ, როცა ელდარ შენგელაია “შერეკილების” გადასაღებად ემზადებოდა, მუსიკას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, თუმცა ვერაფრით იპოვა კომპოზიტორი, რომლის შემოქმედებითაც კმაყოფილი დარჩებოდა. მას სჭირდებოდა კომპოზიტორი “დრამატურგიული, მონტაჟური აზროვნებით”, რომელიც “არაჩვეულებრივი გამოფენის” გადაღებებისას იპოვა. მისი თანამედროვე ახალგაზრდა კომპოზიტორი გია ყანჩელის სიმფონია და მიხვდა, რომ ყანჩელის მუსიკა, სწორედ რომ კინემატოგრაფიული იყო.

პირველი ფილმი, რომლისთვისაც ყანჩელმა მუსიკა დაწერა, “ზღვის შვილები” იყო. ბოლო კი, 2017 წელს გადაღებული რეზო გიგინეიშვილის “მძევლებია“.

კომპოზიტორმა კინომუსიკა დაახლოებით 50-მდე ფილმისთვის შექმნა. მისი მუსიკალური კინო-ჩამონათვალი შემდეგნაირია:

მისი