ანიმაციური ფილმების ზეგავლენა ბავშვებზე და მშობლების ჩართულობის მნიშვნელობა

იპოვე ფილმი საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

ანიმაციის ფუძემდებლად, ფრანგი მხატვარი ემირ კოლი ითვლება, რომლის პირველი ნახატი ფილმი “ფანტასმაგორია” 1908 წლის, 17 აგვისტოს, პარიზში აჩვენეს. 20-იან წლებში, ევროპაში პოპულარული იყო ექსპერიმენტული, აბსტრაქტული ანიმაციური ფილმები, მოგვიანებით ამერიკელი ძმების – ფლეიშერების ანიმაციური ფილმები. შემდეგში კი “დისნეის” სერიულმა ანიმაციურმა ფილმებმა, მსოფლიოს მაყურებლის ყურადღება, დიდი ხნით უკონკურენტოდ მიიპყრო(“ბემბი”, “ფიფქია და შვიდი ჯუჯა”, “პინოქიო”). დღესდღეისობით კი, მიმართულების ყველა ჟანრში, უამრავი თემატიკის ანიმაციური ფილმი გვხვდება – მათ შორის რიმეიქ ვერსიები ან ძველი ისტორიების გაგრძელება(მაგ. ყველასთვის საყვარელი მულტიპლიკაციების ახალი ეპიზოდები, ნახეთ movie.ge -ზე:“სათამაშოების ისტორია 4 / Toy Story” და “შინაური ცხოველების საიდუმლო ცხოვრება 2 / The Secret Life of Pets 2”))

საბავშვო ანიმაციური ფილმები, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ ბავშვებზე. თუ რამდენად პოზიტიურია და საჭიროა ეს გავლენა, ფსიქოლოგი ანი სალდაძე გვესაუბრება:

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და სამყაროს თავისებური აღქმა აქვს.
მაგრამ გამოიყოფა სამი ძირითადი სახე, ტიპი ადამიანებისა, თუ როგორ აღიქვამენ ისინი სამყაროს და ესენია:
V – ვიზუალური (ხედვა)
K – კინესთეტიკური (ყნოსვა-გემოვნება-შეხება)
A – აუდიალური (სმენა)

ადამიანს სამივე მათგანი გააჩნია, მაგრამ ერთ-ერთი ყოველთვის დანარჩენ ორზე მძაფრად აქვს განვითარებული. რატომ არის ეს ფაქტი საინტერესო და რა კავშირი აქვს ანიმაციის მნიშვნელობასთან?

სწორედ ის, რომ ანიმაცია უნივერსალურია, ყველა ასაკის ადამიანისთვის მარტივად აღქმადი და გასაგებია და ასევე რაც მთავარია, მოიცავს სამივე ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანის ტიპს. როდესაც ანიმაციას ჩართავ, მას ხედავ, გესმის და პერსონაჟების ქცევის მიხედვით გრძნობ და განიცდი კიდეც. იგივე შეიძლება ითქვას ფილმებზეც, მაგრამ აქ განსხვავებაა ისაა, რომ ძალინ პატარა ბავშვები მარტივად ვერ იგებენ ფილმებს და ხანგრძლივობაც მომაბეზრებელია. ანიმაციაში კი მკაფიო, ხასხასა ფერებია, მუსიკები, საყვარელი პერსონაჟები და ა.შ.


ცნობილი ფაქტია, რომ 21-ე საუკუნე სრულიად მოიცვა ინტერნეტ სამყარომ. ფერადი კადრები ადამიანის ცხოვრებაში, ადრეული ასაკიდანვე შემოდის. ბაღებში იყენებენ მუსიკებს, რომლების ანიმაციადაა ქცეული. ასე ასწავლიან პატარებს იმ ქცევებს, რომლებიც მათ ყოველდღიურად სჭირდებათ: დილით ადგომა, სახის დაბანა, კბილის გახეხვა, როგორ მიესალმონ ადამიანებს, როგორ ჩაიცვვან, როგორ იყვნენ მეგობრულები და ა.შ.


საჭიროების მიუხედავად, ოქროს შუალედი აქაცაა საჭირო. უმჯობესია 2-3 წლამდე პატარებს ანიმაციურ სიმღერებთან ან თავად ანიმაციასთან, იშვიათი შეხება ჰქონდეთ. მაქსიმუმ 10-15 წუთი დღის განმავლობაში საკმარისი, რადგან 2-3 წლამდე ეს ის ასაკია, როდესაც ბავშვი ანვითარებს პირველ რიგში მოტორიკას, სოციალური ხდება და სხვა. ხოლო გამუდმებით ანიმაციებთან მიჯაჭვულობა კი მას ვერ ჩაუნაცვლებს იმ ფიზიკურ სითბოს ან თუნდაც მშობლის ან ნაცნობის რეალურ გაღიმებას და ჩახუტებას, რაც მას იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე მეტაფორებით სავსე ფერადი კადრები.


რაც შეეხება 6 წლის ბავშვს, ის უკვე ძალიან მოძრავი და ცელქია, არაჩვეულებრივად აქვს განვითარებული ფანტაზიის უნარი. ამ ეტაპზე სასკოლო პროგრამაც, სასურველია თამაშით მიმდინარეობდეს. რადგან ეს არის პერიოდი, როდესაც ბავშვი სწავლობს, როგორ გადავიდეს მობილიზებასა და ხანგრძლივ კონცენტრაციაზე. აქ რა მნიშვნელოვანი ადგილი შეიძლება ანიმაციებს ეკავოთ?


უამრავი სკოლაა მსოფლიოს მაშტაბით, რომლის სასწავლო პროგრამაც დაფუძნებულია სწორედ ანიმაციებზე(თამაშით სწავლება), სადაც გამოყენებულია აღქმის სამივე უნარი და გათვილილია ყველა ტიპის ბავშვზე. შესაბამისად ანიმაცია, კიდევ ერთხელ ვამბობ ბავშვებისთვის სწორად ფაქტის მიწოდების არაჩვეულებრივი მოდელია და 6 წლის ბავშვისთვის, ისეთი რთული საგნის ახსნა, როგორიც იმ პერიოდისთვის თუნდაც მათემატიკაა, მარტივად აღსაქმელი ხდება.


7 წლის ასაკში, ეგოცენტრულობა უკვე გადალახულია და ბავშვი უფრო სოციალურია. უფრო მეტად სამეგობრო წრეზე და მისთვის საინტერესო ფაქტებზეა ორიენტირებული.


6–7 წლის ბავშვს უჭირს წარუმატებლობით გამოწვეული შფოთვის და შიშის დაძლევა, სიბრაზის კონტროლი სურვილის გადავადების შემთხვევაში; შეუძლია გარეშე გამღიზიანებლების იგნორირება და არასასურველი მოქმედების შეკავება.


შესაბამისად არაჩვეულებრივი მოდელია ანიმაციები, რომლებიც მათ თვალსაწიერს აფართოვებს. აჩვენებს მათ სხვადასხვა სიტუაციაში, პრობლემის გადაჭრის გზებს. ასე რომ მათი გონება ანიმაციის მოდელირებით უფრო სხარტი და განვითარებული ხდება.


8–11 წლის ასაკში, მას შეუძლია დაბრკოლების გადალახვისთვის საჭირო სტრატეგიის შემუშავება, ნეგატიური ემოციების მისაღები გზით გამოხატვა,  საკუთარი განცდების სიტყვებში გამოხატვა.


შუა ბავშვობის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვა ადამიანების დამოკიდებულება და შეფასება, ჯგუფში ჩართულობისა და ჯგუფისადმი მიკუთვნების განცდა. ამ განზომილებების გადაკვეთაზე ყალიბდება ბავშვის, მომავალი პიროვნების თვითშეფასება, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება, თვით–ეფექტურობის ჩამოყალიბება. ბავშვი სწორედ ამ პერიოდში სწავლობს დაბრკოლების გადალახვას, პრობლემის გადაჭრას, თვით–კონტროლსა და თვით–რეგულაციას.

პირადი გამოცდილებიდან გეტყვით,რომ ბანაკში მუშაობის დროს ჩვენ გამოვიყენეთ “Pixar”(მოკლემეტრაჟიანი) სპეციალურად სხვადასხვა საკითხზე არჩეული ანიმაციები, როგორიცაა: რა ძალა აქვს მიზანდასახულობას, ბრძოლისუნარიანობას, როგორ ვიყოთ უფრო მეტად მეგობრულები, ემპათიურები… აღსანიშნავია რომ ანიმაცია ერთი და იგივე იყო, თუმცა სხვადასხვაგვარი იყო აღქმა და სრულიად ბუნებრივია, რადგან უკვე ვთქვით რომ ადმიანი უნიკალურია. საბოლოო ჯამში, პატარებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი თავს აიგივებენ მათსავე არჩეულ პერსონაჟთან. შესაბამისად უყალიბდებათ დამოკიდებულება და იმ თვალთახედვიდან გამოაქვთ დასკვნები ანუ ერთ მოდელს ყველა თავის გულის კარს გაატარებს და თავის გულსვე მოარგებს. შესაბამისად ერთი მოდელიდან ვიღებთ ათასეულობით, ინდივიდუალურ და უფრო განვითარებულ, კრეატიულ, მეგობრულ და ემპათიურ ადამიანს.


რაც უფრო იზრდება ადამიანი, მით უფრო რთულ და გამოსაკვლევს, გამოსაცნობს ეძიებს. ასეთია, თუნდაც ბევრისათვის საყვარელი ფანტასტიკის ჟანრი. ანიმაცია, რომლის ჟანრიც ფანტასტიკაა, გვაწვდის იმ დიდ არეალს, რომელსაც ჯერ შესაძლოა ითქვას ბოლომდე ფილმიც კი ვერ ფლობს. კარგი ანიმაციის შექმნას დიდი დრო და ფიქრი სიჭირდება და მის აუდიტორიასაც დიდი დრო, რომ ყველა მეტაფორა, ყველა პერსონაჟის სახე (გ)ამოიცნოს და მათი სახე-ხატების განზოგადების უნარიც შეინარჩუნოს რეალურ სამყაროში. ანიმაციის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს და შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ ეს ფაქტია.

ია კელერმანი, სკოლამდელ დაწესებულებაში ასწავლის. მისი აზრით, პატარები ანიმაციური ფილმებიდან სხვა უნარებთან ერთად, მეტყველების უნარებსაც ივითარებენ, როგორც მშობლიურ, ასევე უცხო ენებზეც. თუმცა პოზიტიური გავლენის მიღმა, ანიმაციურმა ფილმებმა, შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენაც მოახდინონ.

თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში, ძნელია კომპიუტერსა და ტელევიზორს მთლიანად მოვარიდოთ ბავშვები. ამას სჯობს ვაკონტროლოთ, თუ რას უყურებენ. მაგალითად სწორად შევურჩიოთ ანიმაციები, რომლებიც მათზე დადებით გავლენას მოახდენენ. მშობლების ჩართულობა უნდა იყოს მაქსიმალური. . ბავშები გარესამყაროსგან ისრუტავენ ყველაფერს და ამიტომ მნიშვნელოვანია იმის სწორად შერჩევა, რაც უნდა ნახონ. უმჯობესია ჯერ თავად ნახონ ანიმაცია და შემდეგ აჩვენონ პატარებს.
ხშირად ანიმაციები ჩვენს პატარა მეგობრებს ფანტაზიის განვითარებასა და ახალი ცოდნის მიღებაში ეხმარება. ჩვენი მეგობრები ანიმაციური ფილმის გმირების სახელებს იმახსოვრებენ და თამაშობენ როლურ თამაშებს, განასახიერებენ სხვადასხვა პერსონაჟებს და ხშირად ამ ინსპიირაციით თავადაც უჩნდებათ სურვილი გამოიგონონ სხვადასხვა პერსონაჟები, დახატონ და ა.შ.”

გაითვალისწინეთ ფსიქოლოგებისა და პედაგოგების რჩევები. გამონახეთ დრო, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის, შეარჩიეთ ანიმაციური ფილმები movie.ge -ზე, სადაც ხუთასზე მეტი, ქართული და უცხოენოვანი, ძველი და ახალი მულტიპლიკაციური ფილმების ნახვაა შესაძებელი და უყურეთ მათთან ერთად.