დღეს პოლ უოლკერის დაბადების დღეა

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

დღეს მსახიობ პოლ უოკერის დაბადების დღეა – ის 1973 წლის 12 სექტემბერს კალიფორნიის შტატში, გრეინდელში დაიბადა.


მისი პირველი ფილმი “Monster in the Closet” იყო, რომელიც 1986 წელს გამოვიდა, თუმცა მსახიობი მსოფლიო კონოსაზოგადოებამ “ფორსაჟში” ბრაიან ო’კონერის როლში გაიცნო, რომლის პირველი ნაწილიც კინოეკრანებზე 2001 წელს გამოვიდა და მაყურებლის გულები დაიპყრო.

პოლ უოკერმა “ფორსაჟის” შვიდ ნაწილში ითამაშა.

2013 წლის 30 ნოემბერს, ის მეგობარ როჯერ როდასთან ერთად, საქველმოქმედო ფონდ „Reach Out Worldwide“-ის ღონისძიებაზე იმყოფებოდა, რომელიც ტაიფუნ ჰაიანის მიერ დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად გაიმართა. ვალენსიისკენ მიმავალ უკანა გზაზე, სანტა-კლარიტაში მსახიობი და მისი მეგობარი, რომელიც „Porsche Carrera GT“-ის საჭეს მართავდა, საგზაო კატასტროფაში მოყვნენ – მანქანა ღამის განათების ბოძს და ხეს დაეჯახა. შეჯახებიდან 30 წამში მანქანა აალდა და ორივე მათგანი დაიწვა. პოლ უოკერი ამ დროს 40 წლის იყო.

გარდაცვალების შემდეგ, პოლ უოკერის ქალიშვილმა, “პორშეს” წინააღმდეგ, მოდელის გაუმართავობის გამო სარჩელი შეიტანა. რამდენიმეწლიანი დავა, ცოტა ხნის წინ შეთანხმებით დასრულდა. შეთანხმების დეტალები საზოგადოებისთვის უცნობია.

2018 წელს ადრიან ბუტიენჰუისმა მსახიობის შესახებ, დოკუმენტური ფილმი “მე ვარ პოლ უოკერი” გადაიღო. რომელიც მის კარიერასა და ცხოვრებაზე გვიყვება.

პოლ უოკერის ფილმოგრაფია:


1997 წელი: “სტუდენტური გუნდი / Varsity Blues”
1999 წელი: “დანგრეული სასახლე / Brokedown Palace”
2001 წელი: “ფორსაჟი / The Fast and the Furious”
2003 წელი: “ორმაგი ფორსაჟი / 2 Fast 2 Furious”
2005 წელი: “სიღრმეში / Into the Blue”
2006 წელი: “სამმაგი ფორსაჟი / The Fast and the Furious: Tokyo Drift”
2006 წელი: “ჩვენი მამების დროშები / Flags of Our Fathers”
2009 წელი: “ფორსაჟი 4 / Fast & Furious”
2011 წელი: “ფორსაჟი 5 / Fast Five”
2013 წელი: “ფორსაჟი 6 / Fast & Furious 6”
2015 წელი: “ფორსაჟი 7 / Furious 7”

აქვე: თბილისში, 18 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით, “ფორსაჟის” შემდეგი ეპიზოდის ” Fast & Furious 9″-ის გადაღებები მიმდინარეობს.