18 ფილმი, რომლებსაც წვიმიან ამინდში უნდა უყუროთ

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

მიუხედავად იმისა, რომ სამშაბათია, ანუ სამუშაო კვირის თითქმის დასაწყისი ანუ აქტიური სამუშაო დღე – სექტემბერია და თან უჩვეულო სექტემბერი. მოულოდნელად აცივდა, დაუგეგმავად შევცვალეთ გარდერობი, შემოვიცვით თბილი მოსასხამები, მოვიბუზეთ, მოვიწყინეთ. დავლიეთ გაცილებით მეტი ჩაი(ან ყავა), შეგვეცვალა განწყობა – მხატვრულად, სენტიმენტალურად და მიუხედავად იმისა, რომ სამშაბათია, ანუ აქტიური სამუშაო დღე, ალბათ ჩვენი უმრავლესი ნაწილი, გაცილებით ბევრს ფიქრობს სახლში ყოფნაზე, პლედში გახვევაზე, ლიმონიან ჩაიზე და საყვარელ ფილმებზე(შესაძლოა საყვარელ წიგნებზეც).

მალე მოსაღამოვდება ანუ ამ მხატვრულ კადრამდე, უფრო და უფრო ნაკლები დრო დარჩა. ფილმებზე და თბილ პლედზე ფიქრში, 18 ფილმი შეგირჩიეთ, რომელსაც შეგიძლიათ შემოდგომის წვიმიან ამინდში უყუროთ. აბა, სხვა რა შეიძლება აკეთოს კინომოყვარულმა, შემოდგომის წვიმიან საღამოს?…

“წვიმის ქვეშ მომღერალი / Singin’ in the Rain” – სათაურიც ამინდის შესაფერისი.

“უბის წიგნაკი / The Notebook” – ხმამაღლა წაკითული ამბავი, გაცრეცილი უბის წიგნაკიდან, რომელსაც მოხუცი კაცი, ალცჰეიმერიით დაავადებულ ქალს უკითხავს და საკუთარ ისტორიას უცოცხლებს.

“ბაღების ქვეყანა / Garden State” – მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულ ენდრიუს, დედის დაკრძალვაზე, მომხიბვლელი სემი ხვდება, რომელიც მისთვის სიცოცხლისკენ მობრუნების მიზეზი ხდება.

“საუზმე ტიფანისათან / Breakfast at Tiffany’s” – სასიამოვნო იქნება ბედის მაძიებელ ჰოლი გოლაიტლის ისტორიის გახსენება, რომლის როლსაც შეუდარებელი ოდრი ჰეპბერნი ასრულებს.

“ხმა ქვიდან / Voice from the Stone” – ეს არის ერიკ ჰოელის ფილმი ახალგაზრდა ქალ ვერენაზე(რომლის როლსაც დიადი დრაკონების დედა, ემილია კლარკი ასრულებს), რომელიც ობოლ ბიჭუნას უვლის.

“სპარსეთის პრინცი: დროის ქვიშები / Prince of Persia: The Sands of Time” – მიკე ნიუველის რეჟისორობით გადაღებული ფილმი, აღწერს პრინცისა და პრინცესას ბრძოლას, ბნელი ძალების წინააღმდეგ. მთავარ როლებში ჯეიკ ჯილენჰოლი, ჯემა არტერტონი და ბენ კინგსლი მონაწილეობენ.

“უკანასკნელი მოჰიკანი / The Last of the Mohicans” – მაიკლ მანის ფილმი. მოქმედება ვითარდება მე-18 საუკუნეში და აღწერს ინგლისელი და ფრანგი ჯარისკაცების ბრძოლას, ამერიკული კოლონიების ხელში ჩასაგდებად.

“მალეფისენტა / Maleficent” – მანამ სანამ მეორე ნაწილის პრემიერას ქართულ ენაზე შემოგთავაზებთ, კარგი იქნება გადახედოთ პირველ ფილმს, სადაც მშვენიერი ანჯელინა ჯოლი, დისნეის “მძინარე მზეთუნახავის” კინო-რიმეიქში შესანიშნავად თამაშობს.

“ბინა / The Apartment” – მონიკა ბელუჩი და ვინსენტ კასელი. წერტილი.

“ამელი / Amélie “ – დიდი ალბათობით გინახავთ ფილმი. დიდი ალბათობით არასდროს დაგავიწყდებათ ოდრი ტატუ, ჟან-პიერ ჟანოს ფილმში, რომელშიც უნდა ამოხსნას საიდუმლო, უნდა იპოვნოს სიყვარული…

“ორჯერ დაბადებული / Twice Born / Venuto al mondo” – სერჯო კასტელიტოს 13 მლნ-იანი ფილმი, მოგვითხრობს დედა-შვილის ისტორიას, რომელიც პიეტრო სარაევოში, წარსულთან გადაკვეთით ვითარდება.

“დაწკაპუნება / Click პულტი” – თუ გახალისება გსურთ, ფრენკ კორაჩის ფილმს უყურეთ, რომელშიც ცნობილი და საყვარელი მსახიობები, საკუთარ თავზე გამოცდიან, რომ ის რაზეც ვოცნებობთ, შეიძლება პირიქით ართულებდეს ცხოვრებას.

“არასწორი წყვილი / Long Shot” – 2019 წლის ფილმი, რომელშიც ფრედ ფლერსკის გზები მისი პირველი სიყვარულის გზებს გადაეკვეთება ყველაფერი იცვლება. ისი პირველი სიყვარული კი მსოფლიოში ძალიან ცნობილი და წარმატებული ქალია სახელად – შარლოტა ფიელდი.

“ჰომო ფაბერი / Homo Faber” – მაქს ფრიშის, ამავე სახელწოდების რომანის კინოეკრანიზაცია. მელოდრამა, რომელიც სექტემბრის წვიმიან საღამოს, ძალიან, ძალიან მოუხდება.

“ლედი ჰამილტონი / That Hamilton Woman” – ძველი ფილმები მოგენატრათ? მაშ, თუ არ იცნობთ, გაიცანით ლედი ჰამილტონი. ყოველ შემთხვევაში ეცადეთ მაინც, გაიცნოთ.

“ჰარვის უკანასკნელი შანსი / Last Chance Harvey” – “ზოგი ჭირი მარგებელია” – არა! სინამდვილეში ყველა “ჭირი” მარგებელია. ყველა შემთხვევა, ახალი შანსია, უკეთესი მომავლისთვის. ცხოვრებისეულ შემოდგომაზე ნაპოვნი სიმშვიდე ჯოელ ჰოპკინსის მელოდრამაში.

“ბრეოლინი / Grease” – 1959 წლის ზაფხულში, როცა ზღვის სანაპიროზე დენი ზუკო არდადეგებზე მყოფ სენდი ოლსონს შეხვდა…

“ცივი ომი / Cold War” – კინომოყვარულებს არ ეპატიებათ ამ შესანიშნავი ფილმის უნახავობა. ნანგრევებად ქცეულ პოლონეთში ნაპოვნი სიყვარული, რომელიც არსად, ვერაფერმა, ვერავინ ვერ დაასრულა. პაველ პოლიკოვსკის ფილმი, 2018 წლის ერთ-ერთი შედევრია.

უყურეთ ფილმებს movie.ge-ზე