ბრუნდება თუ არა “ჰარი პოტერი”? ჯოან როულინგი twitter-ზე ფოტოს აქვეყნებს

საინტერესო სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

„ხანდახან სიბნელე მოულოდნელი ადგილიდან მოდის. დაწყევლილი ბავშვი. ჰარი პოტერი“ ( Sometimes, darkness comes from unexpected places #HarryPotter#CursedChild) – ჯოან როულინგი, თავის ოფიციალურ Twitter-ზე ფოტოს აქვეყნებს, რაც გულშემატკივრების მხრიდან აღქმულია, როგორც ახალი ფილმის ანონსი.

“ჰარი პოტერის” პირველი ფილმის გამოსვლიდან 19 წლის შემდეგ, ის პირველად დაიდგა ბროდვეის სცენაზე, სახელწოდებით “ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი”. შესაძლოა სწორედ ამ სპექტაკლის მოტივზე გადაიღონ პოსტერიადის ახალი ეპიზოდიც.

“ჰარი პოტერი” პირველად 1998 წლის მაისში გამოქვეყნდა. ის პატარა ჯადოქარ ბიჭ ჰარიზეა, რომლის როლსაც ფილმში დელიერ რედკლიფი თამაშობს. 2001 წელს პირველი, ხოლო 2011 წელს ბოლო ფილმის მეორე ნაწილი გადაიღეს.

გაიხსენეთ “ჰარი პოტერი”, უყურეთ movie.ge-ზე პოსტერიადის ყველა ნაწილს.