სერგო ფარაჯანოვი: მოკლე ამბავი დევნილ კინორეჟისორზე

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

სერგეი ფარაჯანოვი XX საუკუნის სომხური წარმოშობის ქართველი და საბჭოთა კინორეჟისორია. მისი ფილმი ,,ბროწეულის ფერი” (1968) თავდაპირველად გამოვიდა სახელით „საიათ-ნოვა“ და თბილისელ პოეტ საიათნოვას ცხოვრებას ასახავს. ფილმმა მაშინდელი მთავრობა განარისხა, რომლის აზრითაც სიუჟეტი “დელიკატურ ნაციონალურ საკითხებს” ეხებოდა. საბჭოთა მთავრობამ ფარაჯანოვი 1973 წელს, ჰომოსექსუალობის ბრალდებით დააპატიმრა და შრომით გამოსასწორებელ ბანაკში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

,,რო­მა!
შენ თვლი, რომ მე პა­ტი­ე­ბა უნ­და დავ­წე­რო. ნუ­თუ ფიქ­რობ, იმ­ი­სათ­ვის ჩამ­ს­ვეს, რა­თა ეპ­ა­ტი­ე­ბი­ნათ? ვინ წა­ვა ამ­ა­ზე და რა­ტომ? რა­ში ვარ დამ­ნა­შა­ვე? ვინ იყვ­ნენ ჩე­მი მოწ­მე­ე­ბი – და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი, ჩემს მსხვერ­პ­ლად რომ გა­ი­თა­მა­შეს თა­ვი? ეს აუხს­ნე­ლია. მე თავს კი არ უნ­და ვუშ­ვე­ლო, არ­ა­მედ უნ­და და­ვი­ღუ­პო. ეს ჩე­მი მი­სიაა.’
‘- წერდა ფარაჯანოვი კონორეჟისორს რო­მან ბა­ლა­ი­ა­ნს.

მის ფილმებს მსოფლიო კინოფესტივალების 30-ზე მეტი ჯილდო აქვთ მიღებული. მისი ნამუშევრებით აღფრთოვანებული იყვნენ ფედერიკო ფელინი, მიქელანჯელო ანტონიონი, ჟან-ლიუკ გოდარი, ანჟეი ვაიდა, მარჩელო მასტროიანი, ვლადიმერ ვისოცკი. მისი უახლოესი მეგობრები იყვნენ ანდრეი ტარკოვსკი და ტონინო გუერა. სწორედ ამ ადამიანების ძალისხმევით და ლუი არაგონის პირადი თხოვნის გამო, რომლითაც მან ლეონიდ ბრეჟნევს მიმართა, 1977 წელს ფარაჯანოვი გაათავისუფლეს. თუმცა აუკრძალეს ფილმების გადაღება, მანამ სანამ თბილისში ცხოვრობდა.


80-იან წლებში მას ნება დართეს გადაეღო „ამბავი სურამის ციხისა“ (1984), „აშიკი ქერიბი“ (1988) და დაუმთავრებელი ავტობიოგრაფიული სერია „აღიარებისა“, რომელიც შემდგომში მიხეილ ვართანოვის ფილმის „ფარაჯანოვი: ბოლო გაზაფხული“ ნაწილი გახდა.

ავტორი: თეონა ფუტკარაძე