“და ჩვენ ვიცეკვეთ / And Then We Danced” შვედეთის სახელით, ოსკარზე ნომინირებული ფილმია

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

ქართული კომპანიის “Takes Film”-ის და შვედური კომპანიის “French Quarter Film”-ის კოპროდუქცია “და ჩვენ ვიცეკვეთ / And Then We Danced”, რომლის რეჟისორიც, ქართული წარმოშობის ლევან აკინია, შვედეთის სახელით, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში “ოსკარზეა” წარდგენილი.

ფილმის პრემიერა პირველად კანის კინოფესტივალზე შედგა. რაც შეეხება ქართულ საზოგადოებას, ფილმს საკმაოდ არაერთგვაროვანი შეფასება და სკანდალი მოჰყვა.

ფილმი მოცეკვავე ახალგაზრდა ბიჭის ამბავს გვიყვება, რომელსაც თავისივე მეტოქე შეუყვარდება. ფილმში ქართველი მსახიობები ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი და ანა ჯავახიშვილი მონაწილეობენ.