დიმიტრი მამულიას “ბოროტმოქმედი” ვენეციის კინოფესტივალში მონაწილეობს

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

ვენეციის კინოფესტივალზე “ჰორიზონტები” ქართველი კინორეჟისორის, დიმიტრი მამულიას ბოლო ფილმი “ბოროტმოქმედი” მიიღებს მონაწილეობას.

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ, რომელიც მოულოდნელად აღმოჩნდება მკვლელობის მოწმე.

მთავარ როლებს გიორგი პეტრიაშვილი, ნატალია ჯუღელი და მადონა ჩაჩხიანი ასრულებენ. გარდა რეჟისურისა, დიმიტრი მამულია ფილმის სცენარზე, არჩილ ქიქოძესთან ერთად მუშაობდა.