„ჩვენ ისეთი ბედი გვაქვს, თბილისში გადაღებულ „ფორსაჟშიც” კი პრიუსებით იგონკავებენ”

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

მოგეხსენებათ, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე „Fast And Furious 9“ -ის („ფორსაჟი 9“) ბოლო ეპიზოდების გადაღებები მიმდინარეობს. მიუხდავად იმისა, რომ გადაღებებში მსახიობები არ მონაწილეობენ, სოციალურ ქსელებში დიდი ამბებია. ჩვეული, ცოტაოდენ უხამსი და ცოცხალი იუმორით გაჯერებული პოსტები, ქოუბები და ქარდები ძირითადად ვინ დიზელს ეძღვნება, რომელიც ხან ტაქსისტის როლში გვევლინება და ხან „გლდანის შაურმის“ მისამართს კითხულობს.

ყველაზე აქტიური და სახალისო, მწერალ დათო გორგილაძის „შემოქმედებაა“. გთავაზობთ მის რამდენიმე „სხარტულას“ თუ როგორი სცენები ვითარდება, „ფორსაჟი 9“-ის გადასაღებ მოედანზე.

„ფორსაჟის”ახალ სერიაში ვინ დიზელს ვიდეოჯარიმა მისდის ვაჟა-ფშაველაზე, ხიდის ქვეშ დაყენებული კამერიდან.

როგორ ხვდებიან ერთმანეთს „ფორსაჟის” ახალ სერიაში ვინ დიზელისა და დუაინ ჯონსონის პერსონაჟები?

ახლავე მოგახსენებთ.

ვინ დიზელს მანქანა ჰყავს მიჩერებული ვაჟაზე „მაკშაურმასთან”. მანქანაში ზის, მაგრამ მაიონეზი რო არ დაეწუწოს, ფეხები გარეთ, ასფალტზე უდგას.

მიდის დუაინ ჯონსონი. ბორბალს ფეხს მიადებს, ოდნავ შეარყევს და ეკითხება:

რა სტკივა ეხლა ამას?

„ფორსაჟის” ახალი სერიის ბოლოს, ვინ დიზელი ისნის დაშლილებში იწყებს მუშაობას.

„ჩვენ ისეთი ბედი გვაქვს, თბილისში გადაღებულ „ფორსაჟშიც” კი პრიუსებით იგონკავებენ. „