„Fast and Furious 9“ -ის („ფორსაჟი 9“) ბოლო ეპიზოდს თბილისში გადაიღებენ

საინტერესო სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირები, თავისუფლების მოედანი, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩები, რუსთავის ბაზრობის ტერიტორია – ეს ის ლოკაციებია, სადაც „UNIVERSAl PICTURES“  ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფილმის „Fast and Furious 9“ („ფორსაჟი 9“) ბოლო ეპიზოდს გადაიღებს.

32 მლნ-იანი ბიუჯეტის მქონე პროექტი, სახელმწიფო პროგრამის  „გადაიღე საქართველოში“-ს ფარგლებში გაიმართება. მოლაპარაკების პროცესში რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურა იყო ჩართული. მათ შორის  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერია.

ხელშეკრულება სააგენტო “აწარმოე საქართველოში” და Universal Pictures-ის კონტრაქტორ კომპანიას შორის დაახლოებით ერთ თვეა გაფორმებულია. გაფორმდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია ტექნიკური მხარდაჭერისთვის საჭირო პროცედურებისა და ხელშეწყობის თაობაზე. აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა  „გადაიღე საქართველოში“ არსებობის ისტორიაში.

„აწარმოე საქართველოს“ განცხადების თანახმად, ფილმის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება და აქედან 425 ადგილობრივი პერსონალია. ხოლო გადაღებებს ადგილზემ ქართული საპროდუსერო კომპანია „ენკენი ფილმს FF9“ უზრუნველყოფს.

ფილმის რეჟისორი ჯასტინ ლინია, მსახიობები ვინ დიზელი, დუეინ ჯონსონი, ჯორდანა ბრიუსტერი, ლუკას ბლეკი, ტაირიზ გიბსონი, მიშელ როდრიგესი.

გადაღებების მიმდინარეობის პერიოდი 5 კვირაა. დაწყების თარიღი აგვისტოა. ეტაპობრივად გადაიკეტება გადაღებებისთვის შერჩეული ლოკაციები:

  • 18 აგვისტო – 27 აგისტო: ვაჟაფშაველას გამზირი;
  • 26 აგვისტო – 3 სექტემბერი: რუსთაველის გამზირი;
  • 2-7 სექტემბერი: რუსთავის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია;
  • 6-7 სექტემბერი: თავისუფლების მოედანი და პუშკინის ქუჩა;
  • 8-16 სექტემბერი: ბესარიონ ჟღენტის და ავთო ვარაზის ქუჩები, ნუცუბიძის მე-4 პლატო;
  • 16 სექტემბერი: უნივერსიტეტის ქუჩა;

ფილმი კინოეკრანებზე 2020 წელს გამოვა.

“ფორსაჟის” ძველი ეპიზოდები ნახეთ აქ:

“ფორსაჟის” ძველი ეპიზოდები ნახეთ აქ: Movie.ge