დრაკონების დედოფალი სანტას ელფის როლში – ემილია კლარკი ახალ რომანტიულ ფილმში “Last Christmas”

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

2019 წლის 8 ნოემბერს კინოეკრანებზე ახალი ფილმი Last Christmas” გამოვა, რომელშიც მთავარ როლს დრაკონების დედოფალი, ემილია კლარკი, ჰენრი გოლდინგთან ერთად თამაშობს.

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალზე, რომელიც სიყვარულს შობის დღესასწაულზე პოულობს.  ქეითი სათამაშოების მაღაზიაში სანტას ელფია. სადაც ხვდება ტომს – ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც მისთვის საინტერესოდ კარგი მოვლენაა.

ფილმის სათაური ეფუძნება ჯორჯ მაიკლის ამავე სახელწოდების სიმღერას „Last Christmas”. გარდა ამისა ფილმში მისი უცნობი სიმღერაცაა გამოყენებული. საგულისხმოა, რომ ქეითი შობა დღეს პოულობს სიყვარულს – შობა დღეს ჯორჯ მაიკლი გულის შეტევით გარდაიცვალა; ქეითის ავადმყოფობაც ფილმში, ემილია კლარკის ჯანმრთელობის ტრაგედიასთან ასოცირდება „Game of Thrones“-ის  გადაღებების დროს, მან ორჯერ მიიღო ანევრიზმა და სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა.

ფილმის რეჟისორი პოლ ფიგია. სცენარის ავტორები არიან ემა ტომპსონი და ბრაიან კიმინგსი.

ფილმში ასევე მონაწილეობენ მიშელ იო და ემა ტომპსონი.