“შინდისი” – ოსკარზე ნომინირებული ქართული ფილმი

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა, ფილმის “შინდისის გმირების”, პირველი ოფიციალური თრილერი გაავრცელა. რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ფილმი, ე.წ. აგვისტოს ომის დაღუპული გმირების – სენაკის მეორე ბრიგადის, ჩვიდმეტი ჯარისკაცის ისტორიას მოგვითხრობს.

იდეის ავტორი და პროდიუსერი ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი, სცენარის ავტორი ირაკლი სოლომონიშვილი, ხოლო რეჟისორი დიტო ცინცაძეა. ფილმში მონაწილეობენ გოგა პიპინაშვილი, დავით ბახტაძე, გიორგი ხურცილავა, თამუნა აბშილავა, ქეთა შათირიშვილი, მარიამ ჯიბლაძე და სხვა ქართველი მსახიობები.

“სოფელი, რომელშიც ომმა გაიარა. რეალურად მომხდარი ამბავი ჩვენი დროის კავკასიური ომიდან. ადგილობრივი გლეხების თავდადება და ჩასაფრებაში მომწყვდეული ჯარისკაცების ბრძოლა სიცოცხლისთვის” – ამ ტექსტს ოფიციალურ სინოფსისში ვკითხულობთ. “შინდისი” ოსკარზეა წარდგენილი, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე.

ოფიციალური თრეილერი: