მაყურებლის ბლოგი: “მოხუცების ადგილი აქ არ არის / No Country for Old Men”

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

მას შემდეგ, რაც საქმეში ძმები კოენები ჩაერთვებიან ცაცა და დედამიწაც თავდაყირა დგება, ერთმანეთს უერთდება, შორდება და უამრავ კითხვას გვიჩენს: ვინ არიან მოხუცები, რომელთა ადგილი დედამიწაზე აღარ არის?  ადამიანები, რომელთა ნიჰილისტური დამოკიდებულება ჯერ დანაშაულს ჩადის და შემდგომ ამ დანაშაულის მსხვერპლი თვითონვე ხდება. დედამიწა იმ ადგილად გადაიქცა, სადაც ცოდვად დაცემის შემდეგ, ადამიანს ყველაფერში ჩარევის სურვილი უნდა გასჩენოდა და არა პირიქით. ერთ-ერთი მთავარი თემა კოენების ფილმისა “მოხუცების ადგილი აქ აქ არის“, რომელიც მოდერნული ვესტერნის კარგი მაგალითია, სწორედ ესაა.

ფილმი, კორმაკ მაკ-კართის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედით, 2007 წელსაა გადაღებული ლას ვეგასში, კერძოდ კი ნევადაში და 80-იანი წლების ტეხასის ცხოვრებას ასახავს. ვიეტნამის ომის შემდგომ, მთავარი პერსონაჟი, შემთხვევით აღმოაჩენს ნარკომოვაჭრეების გვამებს და ფულს, რომელიც მას არ ეკუთვნის – ფულს თავისი პატრონი ჰყავს და სწორედ აქ იწყება ისტორიაც.  მთავარ როლებს ასრულებენ: ხავიერ ბარდემი – ანტონ ჩიგური, ტომი ლი ჯონსი – შერიფი ედ ტომ ბელი, ჯოშ ბროლინი – ლიველინ მოსი.

ვესტერნის განვითარებამ სამი  ეტაპი განვლო: კლასიკური, გარდამავალი და პროფესიული. მიუხედავად ჟანრის სახესხვაობებისა, ძირითადი მახასიათებელი ალბათ მაინც იგივეა. კლასიკური ვესტერნი  თექვსმეტ ნაწილად იყოფა.  მიუხედავად იმისა, რომ კოენების ფილმი,  არა კლასიკური, არამედ მოდერნული ვესტერნის სახეა, მისი განხილვა თექვსმეტ ნაწილიანი სისტემით შესაძლებელია, პარალელურად კი მოდერნულ ელემენტებზეც ვისაუბრებთ.

პირველ რიგში, ვესტერნის მოდერნულობა  გამოხატულია მთავარი გმირის პერსონაჟში, რომელიც საზოგადოების გადასარჩენად არ იბრძვის. პირიქით, საკუთარი თავის გადასარჩენად ხელს უწყობს უდანაშაულო ადამიანების სიკვდილს; მეორე პერსონაჟის, შერიფის პირდაპირ მოვალეობას,  ადამიანების დაცვა წარმოადგენს, თუმცა მისი ნიჰილისტური დამოკიდებულება, ყველაფერს აფუჭებს –  მას ყოველთვის ერთი ნაბიჯით ასწრებენ და აი, აქ უკვე ვფიქრდებით სათაურზე, რომელიც თავიდან არასწორად შერჩეული გვგონია და ვერ ვხვდებით, თუ რატომ არ შეიძლება ქალაქში, ან ფილმში, არ იყოს მოხუცების ადგილი. მოხუცები,როგორც რაღაცის დაძველება, გაუფასურება, ვეღარ შეძლება, ნიჰილისტური და შორიდან ყურების დამოკიდებულება, რომელიც თანამედროვე საზოგადოებაში მრავლად იჩენს თავს, როცა სხვის საქმეში აღარ ერევი კი არა, საკუთარ საქმესაც კი ვერ ასრულებ. შერიფს მრავალი რამ უნახავს და თავისი გამოცდილებით ახალგაზრდა შემცვლელის გაკვირვებას ცდილობს,რომელსაც მხოლოდ შერიფის დამოკიდებულება აოცებს. სწორედ ასეთი ადამიანები “კლავენ” ღმერთს, რომელიც ფილმში მოსია,  ეშმაკი -ანტონ ჩიკური, ნიჰილიზმით შეპყრობილი ადამიანი კი შერიფი.

 მიუხედავად იმისა, რომ მასში არ ვხვდებით სპეცეფექტებსა და არც საუნდრეკებით ვართ განებივრებულები, ფილმი საკმაოდ სანახაობრივია. რეჟისორი ჩვენს „დაჭერას“ ორი საათის განმავლობაში ახერხებს – ფიქრობ სადამდე შეძლებს გმირი გაქცევას და სადამდე არ გაჩერდება  ის, ვინც მას მისდევს. მოულოდნელი  ფინალი კი ყველაფერს აგვირგვინებს.

ანტონ ჩიგური  ერთ-ერთ საუკეთესო ფსიქოპატ პერსონაჟად შეიძლება მივიჩნიოთ, ფსიქოპატთა შორის,  რომელიც გადაწყვეტილების ვალდებულებას თავიდან იხსნის და  ადამიანების სიცოცხლეს მათ ბედისწერას და   იღბალს ანდობს, რომელსაც მონეტის საშუალებით განსაზღვრავს. კოენების  ეს მეტაფორა ადამიანების იღბალსა და უიღბლობაზე  მიგვანიშნებს, როდესაც ეშმაკიც კი ჩვენს მხარესაა,მაგრამ მაინც არ გვიმართლებს (მაგრამ იქნებ სწორედ იმიტომ, რომ ეშმაკია ჩვენს მხარეს?!)

ფილმში ამის ორი მაგალითი გვხვდება:  პირველი, როცა ანტონს ერთ-ერთი გმირის  მოკვლა სურს, რომელიც იღბლიანი აღმოჩნდება და მეორე, როდესაც სულ არ სურს მოსის ცოლის  მოკვლა,თუმცა „მოუწევს“ მისი უიღბლობის გამო. საგულისხმოა, რომ საითკენაც ანტონის  სიმპათია იხრება, ყოველთვის ის მხარე აგებს.

რაც შეეხება მოსსკლასიკური ვესტერნის, 16 ნარატიული ფუნქციის მიხედვით, ეს არის გმირი განსაკუთრებული შესაძლებლობებით, თუმცა ადამიანური გულუბრყვილობითა და სისუსტეებით. მოსს მხოლოდ თვითონ სჯერა, თავისი განსაკუთრებული შესაძლებლობები. ხოლო ის ვინც რეალურ საფრთხეს აცნობიერებს არამცთუ მოსის შესაძლებლობების, არამედ გმირების აღარ სჯერა, რადგან გაცნობიერებული აქვს „სატანის“ სისასტიკე და სიძლიერე, რომელიც სხვა პრინციპების „ადამიანია“. ბოროტმოქმედები რა თქმა უნდა აქაც ძლიერები არიან საზოგადოებაზე, თუმცა არა იმიტომ რომ რეალურად ფლობენ ძალას, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოების სხვა ნაწილია მშიშარა.

16 ნარატიულ ფუნქციაში, მეცხრე არის ბოროტმოქმედების მიერ შეშინებული საზოგადოება. ფილმში გმირი ვერ ამარცხებს ბოროტებას,თუმცა არა უშუალოდ იმის ხელით ვინც მას სდევნის,არამედ თავისი ყურადღების მოდუნებისა და ადამიანური თავქარიანობის გამო; იმის გამო, რომ ვითარებას სათანადოდ ვერ აფასებს. ეპიზოდში, როდესაც მოსი ერთ-ერთ სასტუმროსთან ცოლს უნდა შეხვდეს , ეს შეხვედრა  კი უნდა იყოს მისი ცოლის თავისუფლების რეალური გარანტი, სხვა ქალს ლუდის დასალევად მიჰყვება. ამ ეპიზოდმა  შესაძლოა სხვასაც, ჩემსავით ადამი და ევა გაახსენოს. ქალს პატარა ბაღი აქვს, დაწყობილ სცენას ერთი ლუდის ბოთლით თავდაყირა აყენებს და აჩენს რეალურ კითხვას –  უნდა კი მოსს ვინმეს გადარჩენა? თუ ლამაზ ქალთან, ცივი ლუდითა და ბევრი ფულით სიცოცხლის გაგრძელება ურჩევნია?  ამ გადაწყვეტილებით, მოსის გადაწყვეტილებებს(ფულის აღება, დანაშაულის ადგილას უკან დაბრუნება, ცოლის მარტო დატოვება, იმ დროისათვის აკრძალული სასმელის დალევა) კიდევ ერთი არასწორი ემატება და იგი ბრუნდება იქ , საიდანაც მოვიდა. ყველაფერს მომხდარის ჩამორეცხვის სურვილით წყალში შესვლით და ცოდვების გადააზრების გარეშე მონანიებით აგვირგვინებს.

კლასიკური ვესტერნისგან განსხვავებით,  ფინალში საზოგადოება გამარჯვებული და დაცული არ არის. პირიქით, გზას ბოროტება აგრძელებს.

ერთ-ერთ ეპიზოდში, მოსი ახალგაზრდებს, პერანგის სანაცვლოდ ფულს სთავაზობს თუმცა ისინი გაცილებით მეტს ითხოვენ, არამხოლოდ პერანგის, არამედ სხვა ნივთებისთვისაც., ისევე, როგორც ადამიანი, რომელიც ღმერთს სთხოვს იმაზე მეტს, ვიდრე ეკუთვნის. ხოლო მაშინ, როცა ბოროტება(წარმოდგენილი ხავიერ ბარდნერის ფიზიკური და ანტონ ჩიგურის გონებრივი მომხიბვლელობით) ფულით ახალ „სამოსს“ ითხოვს, ადამიანი არაფრის სანაცვლოდ თმობს საკუთარ თავს.

ფილმში განსაკუთრებით საინტერესოდ არიან წარმოჩენილი ქალი პერსონაჟები. რომლებზეც მოგვიანებით ლაურა მალვი წერდა. კლასიკურ ვესტერნში ქალის პერსონაჟი ვერ სცდება ბარის მიდამოს და ისინი მხოლოდ კაცების თავშესაქცევი საგნები არიან, მანამ სანამ მამაკაცები სხვა სათამაშოთი არ იწყებენ მოქმედებას – იარაღით. ლაურა მალვისეულად „ეკრანზე გმირების ეროტიული ობიექტი, აუდიტორიაში კი-მაყურებელთა სექსუალური ლტოლვის ობიექტი“

ფილმში, რომელსაც ახლა განვიხილავთ გვხვდება ქალების რამდენიმე კატეგორია: ქალი ნაზი, დამყოლი, ცოლი; ქალი-გამომწვევი, მაცდური; ქალი,რომელიც ინიციატივას თვითონ იჩენს; ქალი-ტიპური სიდედრი და ერთ-ერთი საკმაოდ საინტერესო ქალი, რომელიც არაფრით არ ამბობს სად მუშაობს და თუ ვინ  ქირაობს მასთან ოთახს.  მხოლოდ ის რჩება ცოცხალი, პრინციპული და საქმიანი. ადამიანი, რომელიც იმას აკეთებს, რაც უნდა გააკეთოს და რისი გაკეთებაც ევალება. „მოხუცების ადგილი არ არის“ ქალებზე საინტერესოდ წერს ლიზა ტეილორიც: „ქალები მხოლოდ პასიური ობიექტები კი აღარ არიან ყოველდღიურ ცხოვრებაში,აქტიურად ერთვებიან წინააღმდეგობებსა და ბრძოლებში” და იქ, სადაც ორივე სქესი ასე ცდილობს ცხოვრების სიძნელეებს გაუმკლავდეს , ბოროტების არ შეეშინდეს, არ გაექცეს – პირიქით მის წინ ამაყად, თამამად და უშიშრად დადგეს – ნამდვილად აღარ არის -”მოხუცების” ადგილი.

მოდერნულ ვესტერნში გვყავს თანამედროვე გმირები და ანტიგმირები, ამერიკა, ფული, რის გამოც ადამიანები სულს ყიდიან და ვერასდროს ვეღარ იბრუნებენ მას; იარაღები, თანამედროვე პაექრობის მიზეზი და სხვ. საბოლოდ, ეს არის ფილმი, რომლის უამრავი ინტერპრეტაციაც შეგვიძლია და მოდერნული ვესტერნის კარგი მაგალითია. და ეს არის ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ Movie.ge -ზე.

ფილმის სანახავად დააკლიკეთ სათაურს: „მოხუცების ადგილი აქ არ არის / No Country for Old Man”

ავტორი: ია კელერმანი