რობინ უილიამსი – ერთადერთი კომიკოსი, რომელიც თავისი მასალის ნახევარს სცენაზევე ქმნიდა

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

ბავშვობაში მუდმივ უყურადღებობას განიცდიდა. განსაკუთრებით მშობლების მხრიდან, რაც ანეკდოტების და ხუმრობების შექმნის/თქმის რეალურ საფუძველად იქცა. მშობლების ყურადღება მხოლოდ ამ გზით მიიქცია.

მისი თქმით, მამა ზედმეტად სერიოზული იყო და უკონტროლოდ აცინებული პირველად ჯონათან უინტერსის სთენდ-აფის დროს ნახა და ზუსტად მაგიტომ გახდა უინტერსი მისი საყვარელი კომიკოსი. შემდგომ, უინტერსი და რობინი უახლოეს მეგობრებად იქცნენ.

მისმა როლმა სიტკომში “Mork and Mindy”, სამუდამოდ შეცვალა სიტკომების გადაღების სტანდარტი. რაც გულისხმობს მე-4 ოპერატორის დამატებას, რომელიც მარტო იმ მიზეზით დაემატა, რომ სეტებზე რობინის სამსახიობო ოსტატობას და შექმნილ იმპროვიზაციას სამი ოპერატორიც კი ვერ ყოფნიდა.

მთელი ცხოვრება იტანჯებოდა სხვადასხვა დამოკიდებულებებით. მეტწილად კი ალკოჰოლით, რომელიც მისივე თქმით საუკეთესო გამკლავების მექანიზმი იყო მის დემონებთან.

მისმა მენეჯერმა, რომელიც სთენდ-აფ კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტიპია, განაცხადა, რომ ერთადერთი კომიკოსი იყო, რომელიც ტურნეს დროს, ყოველ მომდევნო გამოსვლაზე თავისი მასალის ნახევარს სცენაზევე ქმნიდა და შესაბამისად, მისი არცერთი შოუ ერთნაირი არ ყოფილა.

ძალიან ხშირად ურეკავდა ხოლმე მეგობრებს და ცდილობდა მათ გამხიარულებას. მაგალითად სტივენ სპილბერგს, რომელსაც საკმაოდ მძიმე პერიოდი ჰქონდა “შინდლერის სიის” გადაღებების პარალელურად, ყოველკვირა ურეკავდა და 15 წუთიან შოუებს დგამდა მის გასამხიარულებლად.

ასევე მისი საუკეთესო მეგობარი იყო კომიკოსი და მსახიობი ბილი კრისტალი, რომელსაც მუდმივად უტოვებდა სხვადასხვა პერსონაჟებით ხმოვან შეტყობინებებს და ასევე ხშირად ურეკავდა იგივე პერსონაჟების იმიტაციით. ერთ-ერთი ასეთი ზარი, კრისტალის ტელეფონზე მაშინ განხორციელდა, როდესაც ის რონალდ რეიგანის გასვენებას უყურებდა ტელევიზორში. რობინმა უთხრა, რომ რეიგანი იყო და სამოთხიდან დაურეკა ბილს:

ბილმა ჰკითხა – თუ როგორი იყო სამოთხე?

რობინმა – რამაც ყველაზე მეტად გამაკვირვა, არის აუტანელი სიცხეო.

ბილმა – მგონი გეშლება, ეგ ჯოჯოხეთია და არა სამოთხეო.

რაზეც რობინმა უპასუხა – რომ პრინციპში მგონი ეგ ამბავია, აბა ნიქსონი ტყუილად არ მეჯდებოდა აგერ ქვაბის თავზე და თან ყვერები არ ედებოდა ჩემს ცხვირზეო.

პირად სივრცეში იყო ზედმეტად სევდიანი და დეპრესიული. ტურნეების და ფილმების შემდეგ, თვეობით იკეტებოდა ხოლმე ოთახში.

ხოდა მართლა პალიაჩივით იყო, სულ ცდილობდა სხვების გამხიარულებას, მაგრამ მის მარტოსულობას და სევდას ვერავინ ვერ უშველა.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე აღმოაჩნდა “ლიუი ბოდი დემენცია”, რომლის გამოც ჰქონდა ჰალუცინაციები, პარანოია, უძილობა და მრავალი ფსიქოლოგიური პრობლემები, რამაც მისი თანდაყოლილი დეპრესია კიდევ უფრო გააღრმავა და აღნიშნულმა მოცემულობამ საბოლოოდ თვით-მკვლელობამდე მიიყვანა.

ავტ: გუგა ხელაიას ჩანაწერი

ფილმებს, რობინ უილიამსის მონაწილეობით უყურეთ აქ movie.ge. ფილმების სანახავად დააკლიკეთ სათაურებს:

რობინ უილიამსი: ჩაიხედე ჩემს სულში

სიკვდილი სმუჩის!

მისის დაუთფაიერი

გალია ჩიტებისთვის

მხიარული შობა

წლის ადამიანი