2019 წლის 19 ოქტომბერი – „Zombieland: Double Tap“ ეკრანზე ბრუნდება

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

ათი წლის შემდეგ, საშინელებათა ჟანრის კომედია „ზომბილენდი“ ეკრანს უბრუნდება. სერიალი პირველად 2009 წელს გამოვიდა და მასში მონაწილეობას ჯესი აიზენბერგი, ვუდი ჰარელსონი, ემა სტოუნი, ებიგეილ ბრესლინი, ემბერ ჰერდი და ბილი მარი თამაშობენ.

მოქმედება აშშ-ში ვითარდება, სადაც გავრცელებულ ვირუსს, მხოლოდ მცირერიცხოვანი ჯგუფი გადაურჩა, რომელიც თავის გადასარჩენად ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობს და ზომბებს ებრძვის. მათ უჭირთ ერთმანეთის ნდობა, ამიტომ მკაცრად შემუშავებული წესები აქვთ და სახელების ნაცვლად, იმ ქალაქების დასახელებებს ეძახიან ერთმანეთს, საითაც მიემგზავრებიან.

„Zombieland: Double Tap“-ში კოლუმბუსი, ტალაჰასი და ვიჩიტა თეთრ სახლსაც კი შეაფარებენ თავს, სადაც მხიარული ისტორიები ვითარდება, კედელზე კი ჯერ კიდევ ობამას სურათია ჩამოკიდებული.  თუმცა მთავარი ამოცანა პატარა როკის დაბრუნებაა, რომელიც ბიჭთან ერთად გაიქცა.

„Zombieland: Double Tap“-ში კინო-ეკრანებზე 2019 წლის 19 ოქტომბერს გამოვა.

ძველი სერიების გასახსენებლად უყურე  „ზომბილენდს“ movie.ge-ზე:

https://movie.ge/movie/MTk5MDg