როგორ მოახერხა ლივ ტაილერმა 42 წლის ასაკში ახალგაზრდული სილამაზის შენარჩუნება?

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

ლივ ტაილერი ყოფილი მოდელისა და მომღერლის, ბებე ბიუელის და როკ-ჯგუფ „Aerosmith“-ის ლიდერის, სტივენ ტაილერის ქალიშვილია. მისი სახელი შვედურიდან თარგმანში ნიშნავს „ცხოვრებას“, თუმცა ჰოლივუდელი ლამაზმანის დედას ამ დატვირთვით სულაც არ შეურჩევია შვილისთვის სახელი და მას პოპულარული ნორვეგიელი მსახიობის, ლივ უილმანის საპატივცემულოდ დაარქვა.

გაინტერესებთ ფილმი ლივ ტაილერის მონაწილეობით? ჩვენ გირჩევთ „ბეჭდების მბრძანებელი 1: ბეჭდის საძმო-ს.“

მსახიობი ამჟამად ურთიერთობაშია დევიდ გარდნერთან, რომლისგანაც ორი შვილი: სეილორ ჯენე გარდნერი (4 წლის) და ლულა როუზ გარდნერი (3 წლის) შეეძინა. ლივი და დეივიდი 2014 წლიდან ურთიერთობენ. 

გაინტერესებთ ფილმი ლივ ტაილერის მონაწილეობით? ჩვენ გირჩევთ „არმაგედონს.

ლივი ქორწინებაში იყო 2003 წლიდან 2008 წლამდე როკერ როუსტინ ლენგდონთან, რომლისგანაც 2004 წელს შეეძინა ვაჟი – მილო უილიამ ლენგდონი. როუსტინამდე მსახიობი ურთიერთობდა 3 წლის განმავლობაში ხოაკინ ფენიქსთან. 


გაინტერესებთ ფილმი ლივ ტაილერის მონაწილეობით? ჩვენ გირჩევთ „ონეგინის.“

ჩვენ შევიჭყიტეთ ლამაზმანის „ინსტაგრამგვერდზე”, საიდანაც ჩანს, რომ ლივმა ამჟამად თავის გამომწერებს გაუზიარა სახის მოვლის პროცედურების რუტინა. როგორც მსახიობი აღნიშნავს, მას ძალიან უყვარს თავის მოვლა. შესაბამისად, ყოველთვის ცდილობს, გამონახოს დრო იმისათვის, რომ იყოს მუდამ ფორმაში და მისი კანიც გამოიყურებოდეს იდეალურად. 42 წლის მსახიობს კი ეს ყოველივე უდავოდ კარგად გამოსდის. 

გაინტერესებთ ფილმი ლივ ტაილერის მონაწილეობით? ჩვენ გირჩევთ „გაქცეულ სილამაზეს.

  • „მადლობა @ drbarbarasturm-ს სახის მოვლის სასიამოვნო პროცედურისთვის!!! ეს იყო ძალიან სახალისო და ინფორმაციული. ყოველთვის საკმაოდ დიდი მოყვარული ვიყავი სახის კანის მოვლის პროცედურებისადმი, ეს ჩემი გატაცება იყო პატარაობიდან. ძალიან ბევრი სასარგებლო რჩევა მივიღე მემკვიდრეობით დედისგან, მამისა და ბებიისგან – მადლობა მათ!!! აღარ ვამბობ იმ ადამიანზე არაფერს, ვინც ჩემ გვერდით მუშაობდა წლების განმავლობაში.
  • ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის მოვლა, გარედანაც და შიგნიდანაც. შეეცადეთ, გაანებივროთ საკუთარი თავი კვირაში ერთხელ პროფესიონალთან ვიზიტით ან დამოუკიდებლად სახლში ყველა პროცედურის ჩატარებით. მე პირადად ყოველ კვირას საკუთარ აბაზანაში მცენარეებით ბევრ ნიღაბს ვიმზადებ. ეს არ უნდა ჯდებოდეს ფინანსურად ბევრი (თუმცა ზოგჯერ ისეთი საჭიროა და აუცილებელიც ძვირად ღირებული პროცედურები)…

განაგრძეთ კითხვა…