Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად კახა აბაშიძე დაინიშნა

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად კახაბერ აბაშიძე დაინიშნა — ინფორმაციას ამის შესახებ AT.ge ავრცელებს.

Walt Disney Company CIS ევროპაში, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში (EMEA) მდებარე დისნეის კომპანიის მოსკოვის ფილიალია, ის დისნეის არხის რუსულ ვერსიას ფლობს და ამუშავებს. დისნეის არხის გაშვება 2009 წელს იგეგმებოდა, თუმცა დისნეი ამერიკასა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

კახაბერ აბაშიძემ Disney-ში 2008 წელს დაიწყო მუშაობა, მან EMEA-ს ქვეყნებში ტელეარხების დისტრიბუციის დარგში ვიცე-პრეზიდენტის პოციზია დაიკავა.

2014 წლიდან ის Disney-ის მედიადისტრიბუციის განვითარებაზე საბერძნეთში, იტალიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მუშაობდა.

რუსული Disney-ის ახალი დირექტორი წლების წინ Fox-ის რუსულ წარმომადგენლობაშიც მუშაობდა, სადაც ის კომერციული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 

წყარო