ირინა შეიკის რუსი ფანები ლედი გაგას თავს დაესხნენ

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

დასავლური ტაბლოიდების ცნობით, ლედი გაგა საცხოვრებლად ბრედლი კუპერის სახლში უკვე გადავიდა. ჭორები მომღერლის და მსახიობის რომანის შესახებ, მაშინ გავრცელდა, როდესაც ეკრანებზე გამოვიდა ფილმი “ვარსკვლავის დაბრუნება”. 

Rating

მას შემდეგ ბრედლი კუპერი ცოლს ირინა შეიკს დაშორდა, შესაბამისად ჭორები ახალი ვარსკვლავური წყვილის შესახებ უფრო გამყარდა. 

ინფორმაციის გავრცელებას იმის თაობაზე, რომ ლედი გაგა უკვე ბრედლი კუპერის სახლში ცხოვრობს, ირინა შეიკის რუსი ფანების გაღიზიანება მოჰყვა. პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება ითქვას, მათ ლედი გაგას ინსტაგრამზე ნამდვილი თავდასხმა მოაწყვეს. 

Rating

ირინა შეიკის თაყვანისმცემლები ლედი გაგას ნეგატიურ კომენტარებს უწერენ და წერენ “ბრედლი კუპერი ოჯახში დააბრუნოს”. 

თავად ვარსკვლავს ამ კომენტარებზე ჯერჯერობით რეაგირება არ მოუხდენია. 

Rating