„საყვარელი პატარა მატყუარების“ ვარსკვლავი, ეშლი ბენსონი ქალზე დაინიშნა?!

სიახლეები

Twitter-ზე გავრცელებული ინფორმაციით, „საყვარელი, პატარა მატყუარების” ვარსკვლავი, ეშლი ბენსონი და მოდელი კარა დელევინი დაინიშნნენ. ეჭვი ერთნაირმა ოქროს ბეჭდებმა გააჩინა, რომელსაც გოგონები მარცხენა ხელის არათითზე ატარებენ.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ჟურნალი People. მისმა ჟურნალისტმა ეშლისა და კარას პაპარაცული ფოტო მოიპოვა, რომელზეც მკაფიოდ ჩანს ნიშნობის ბეჭედი. თავად ეშლისა და კარას ფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ და არ დაუდასტურებიათ, რომ ურთიერთობა გააოფიციალურეს.

ფოტოზე ხედავთ კარას, რომელსაც ოქროს, მრგვალი ბეჭედი ამშვენებს.