Netflix-ის ახალი რეკორდი: „უცნაური ამბები“ 40.7-მა მილიონმა გამომწერმა ნახა

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

4 ივლისს „უცნაური ამბების“ მე-3 სეზონის პრემიერა შედგა. Netflix-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, სერიალმა რეკორდი მოხსნა. სულ რაღაც 4 დღეში ,,უცნაური ამბები“ 40.7-მა მილიონმა გამომწერმა ნახა, რითაც გაუსწრო Netflix-ის მიერ შემოთავაზებულ ყველა ფილმსა და სერიალს. ასევე, აღსანიშნავია რომ 18.2-მა მილიონმა ადამიანმა უკვე თავიდან ბოლომდე ნახა ახალი სეზონი

იხ. პოსტი:

შეგახსენებთ, რომ სერიალის რეიტინგი (IMDB) 8,9 -ა. ეპიზოდის ხანგრძლივობა 50 წუთია. მთავარ როლებს ასრულებენ: ვაინონა რაიდერი, დევიდ ჰარბორი, ნოე შნაპი, ფინ ვოლჰარდი და ა.შ.