რატომ ტოვებს American Horror Story-ს სარა პოლსონი?

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

FX-ის ანთოლოგიაში – „ამერიკული საშინელებათა ისტორია“ – სარა პოლსონი პირველივე სეზონში გამოჩნდა და ჯამში 8 როლი შეასრულა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი სერიალს ტოვებს.

მიზეზად რაიან მერფისა და Netflix-ის ახალი პროექტი დასახელდა, სადაც სარა მთავარ როლს ასრულებს. იგი მედდა რეჩედს განასახიერებს. ამავე სერიალში მონაწილეობენ: შერონ სტოუნი, სინტია ნიქსონი, ჯუდი დევისი, ამანდა პლამერი, ჩარლი კალვერი, ჰერიეტ ჰარისი და ფინ ვიტროცკი.

,,ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ ახალი სეზონი ეკრანებზე 2020 წლის 18 სექტემბერს გამოვა. მთავარ როლში ემა რობერტსი მოგვევლინება. შეგახსენებთ, რომ სერიალი, სარა პოლსონის გარდა, ჯესიკა ლენგისმა და ევან პეტერსიმაც დატოვეს.