NETFLIX-ის ფილმებში მწეველ პერსონაჟებს ვეღარ ვნახავთ

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

 The Truth Initiative არის ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებში თამბაქოს გავრცელება-გამოყენებას ებრძვის. მან NETFLIX-ს შეახსენა, რომ მწეველებით გაჯერებული კადრები შესაძლებელია პროპაგანდის იარაღად, რეკლამად იქცეს და მაყურებელს სიგარეტისადმი ინტერესი გაუჩინოს. კომპანიამ უკვე ოფიციალურად დააფიქსირა თავისი პოზიცია. ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ აწი პროდუქციაში, რომელიც არასრულწლოვნებზეცაა გათვლილი, სიგარეტი (თუნდაც ელექტრო) აღარ გამოჩნდება. რა თქმა უნდა, ეს შეზღუდვა ვერ გავრცელდება ისტორიულ და დოკუმენტურ ფილმებზე, ფაქტების დამახიჯების თავიდან ასარიდებლად.