რატომ გვიყვარს რიჩარდ გირი?

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

მოდი, ერთად გადავხედოთ რიჩარდ გირის ფილმოგრაფიას და ადვილად ვიპოვით პასუხს კითხვაზე, თუ რატომ გვიყვარს ეს მსახიობი.

ამერიკელი ჟიგოლო

ჯულიანი სარფიანად ცხოვრობს, ასაკით დიდ ქალბატონთან – მიშელთან – ერთად ლოს ანჯელესში. იგი ნამდვილი ჟიგოლოა. ის უპრობლემოდ ლაპარაკობს ექვს ენაზე, ძალიან მომხიბლველია. მაგრამ ერთხელ მის ერთ-ერთ კლიენტს გარდაცვლილს პოულობენ, მას კი მკვლელობაში ადანაშაულებე.

ლამაზმანი

სახალისო რომანტიკულ კომედიაში, მილიონერი ედვარდ ლუისი ჰოლივუდელ მეძავს, ვივიან უარდს ბიზნეს-კონტრაქტს დაუდებს და ამ საქმიან გარიგებაში თავსაც დაკარგავს. მას შემდეგ, რაც ედვარდი ვივიანს ერთი კვირით დაიქირავებს და კონკიას როლს შესთავაზებს, ქალი მაგნატს, თავის მხრივ, პრაგმატულ მსოფლმხედველობას უმსუბუქებს. შეძლებენ თუ არა, ღარიბი მეძავი და მდიდარი კაცი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებას?

ჩიკაგო

ველმა ქელი და როქსი ჰარტი, მომხიბლავი საბედისწერო ქალები, იბრძვიან საზოგადოებისა და მასმედიის ყურადღების მისაპყრობად…

პირველყოფილი შიში

შიში, ტყუილი და ცინიზმი – სასამართლო დრამის მთავარი თემებია. ჩიკაგოელი არქიეპისკოპოსის მკვლელობაში ბრალს ახალგაზრდა ბიჭს სდებენ, რომელიც მის მიმართ არსებული ყველა მტკიცებულების მიუხედავად, ბრალდებას უარყოფს და ადვოკატს თავის უდანაშაულობაში არწმუნებს. სიტუაცია თანდათან იძაბება. სასამართლო პროცესის დროს საქმეში ყოფილი საყვარლების გვარები ამოტივტივდება. ესენი არიან პროკურორი ჯენეტ ვიეიბლი და ადვოკატი მარტინ ვეილი.

მოღალატე

კონი დედა და მეუღლეა. მისმა 11 წლიანმა ქორწინებამ ედუარდთან ვნება დაკარგა. კონი წიგნების სიმპატიურ კოლექციონერს, პოლს, გადაეყრება და მასთან რომანს გააბამს. თუმცა ედუარდი მალე ეჭვს აიღებს და გადაწყვეტს მოწინააღმდეგეს აჯობოს…

შემოდგომა ნიუ-იორკში

უილ კინი ნიუ-იორკში რესტორნის მეპატრონე და 50-ს მიღწეული პლეიბოია, მას არასდროს მოსწონებია ვინმე სერიოზულად, სანამ შარლოტ ფილდინგს შეხვდებოდა. შარლოტა უილზე გაცილებით პატარაა ასაკით, მხოლოდ 21 წლის არის და ახლა აპირებს ცხოვრების დაწყებას.

ექიმი „T“ და მისი ქალები

ბედისწერა კეთილგანწყობილია თავის ფავორიტების მიმართ. ექიმი ტრევისი – ერთერთი მათგანია. წარმატებული, მდიდარი გინეკოლოგი, რომელმაც გასაოცარ წარმატებას მიაღწია. ერთ დღეს ყველაფერი თავდაყირა დგება. სამსახურში პრობლემები იწყება, ცოლი თითქოს შეუცვალეს, შვილი ახალ-ახალ სიურპრიზებს ამზადებს, დამ კი მთელი სახლი გადაატრიალა. სრული ქაოსია…

მოდი ვიცეკვოთ

კეთილმოწყობილი ცხოვრება, ერთგული ცოლი და უმშვენიერესი ქალიშვილი. ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ რაღაცა მაინც აკლია. ყოველ საღამოს, სამუშაოდან მატარებლით დაბრუნებისას, მან მშვენიერი ქალი შენიშნა ერთ-ერთი შენობის ფანჯარაში. და ერთხელ ჩამოვიდა კიდევაც ამ გაჩერებაზე….

გაქცეული პატარძალი

აიკ გრეჰემი, კორესპონდენტი ნიუ იორკიდან, სტატიას მუდამ ბოლო წამს წერს. ამჯერად მის საყვარელ ბარში ერთი მთვრალი კაცი მეგი კარპენტერის შესახებ უამბობს, ქალი, რომელიც საქმროებს საკურთხეველიდან გაურბის. აიკი, რომელსაც მდედრობით სქესზე საუკეთესო წარმოდგენა ისედაც არ აქვს, შეურაცხმყოფელ სტატიას წერს მეგზე.

პირველი რაინდი

კიდევ ერთი ისტორია მეფე არტურისა და კამელოტის ლეგენდის შესახებ. არტურმა ტახტი ლანსელოტს უნდა გადასცეს, გუინევრა კი თავისი ქმრის მიმართ ერთგულების და მისი მეტოქის სიყვარულს შორის იტანჯება.

ბრუკლინელი პოლიციელები

ფილმი ბრუკლინელ პოლიციელებზეა, რომლებიც წესრიგისთვის იბრძვიან. სიუჟეტი ვითარდება ბრაუნსვილში – უბანში, სადაც ყოველი ქუჩის ბოლოს ადამიანებს საფრთე ელოდებათ.

ღამეები როდანტში

ედრიენ უილის ცხოვრება სრულ ქაოსშია. იგი ჩრდილოეთ კოროლინის პატარა ზღვისპირა ქალაქ როდანტში ჩადის,რომ უიქენდი მეგობრის სასტუმროში გაატაროს.ედრიენს სურს სიწყნარე მოიპოვოს და ქმარ–შვილთან კონფლიქტის მოგვარებაზე იფიქროს. როდანტში ედრიენი სასტუმროს ერთადერთ კლიენტს პოლ ფლანერს გაიცნობს.

მანკიერი ვნება

რობერტ მილერი აფერისტია, რომელსაც საკუთარი ფონდი აქვს. რობერტი სიმდიდრესაა მიჩვეული, მაგრამ წუთისოფელი არც მას გაახარებს დიდხანს. ერთ დღეს გაკოტრდება.

ჰაჩი: ამბავი ძაღლზე

ფილმის სიუჟეტი დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე, ის მოგვითხრობს კოლეჯის პროფესორზე, რომელიც მიტოვებულ ძაღლს შეიფარებს…

როცა ფიქრი აღარ გინდა

ჯორჯი ნიუ-იორკელია, მან დაკარგა სახლი და იძულებულია თავშესაფარში გადაბარგდეს. ის ცდილობს ურთიერთობა დაალაგოს ქალიშვილთან…