კეტრინ ზეტა-ჯონსის მშვენიერი ქალიშვილი, რომელსაც ვარსკვლავობას უწინასწარმეტყველებენ

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

კეტრინ ზეტა-ჯონსისა და მაიკლ დუგლასის ქორწინებაზე ერთ დროს ლამის მთელი მსოფლიო საუბრობდა. პარტნიორზე ბევრად ახალგაზრდა და ლამაზი კეტრინის არჩევანს ანგარებიან ნაბიჯს უწოდებდნენ და ამბობდნენ, რომ დუგლასების ცნობილ სამსახიობო ოჯახში ვარსკვლავური სტატუსის გასამყარებლად და კარიერის ასაწყობად შეაბიჯა. თუმცა ფაქტია, წყვილი საკმაოდ მყარი გამოდგა, ორი შვილიც მალევე ეყოლათ და უკვე 18 წელზე მეტია, ბედნიერად ცხოვრობენ ერთად. ოჯახის დახმარებით მაიკლ დუგლასმა ყელის სიმსივნეც დაამარცხა და საკმაოდ მძიმე პერიოდს გაუმკლავდა. 

mshoblebi

ბოლო დროს წყვილის ქალიშვილმა-0:16მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. 16 წლის კერის დუგლასს ინსტაგრამზე უამრავი გამომწერი ჰყავს, საკმაოდ ხშირად იღებს მონაწილეობას ფოტოსესიებში და სავარაუდოდ, მალე მოდელის ან კინომსახიობის ამპლუაში მოგვევლინება. ცოტა ხნის წინ მაიკლ დუგლასმაც თქვა, რომ მისი ქალიშვილი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება და მშობლების კვალს მიჰყვება.

გოგონა საკმაოდ ლამაზია და დედისგან მემკვიდრეობით ერგო არა მხოლოდ ლამაზი ნაკვთები, არამედ კარგი ხასიათიც და გემოვნებაც. 

mshoblebi

წყვილს კიდევ ჰყავს უფროსი ვაჟი – 18 წლის დილანი, რომელიც მუსიკისა და მოგზაურობის ფანია და სამსახიობო სფეროსკენ ნაკლებად უწევს გული. დილანი და კერისი ძალიან მეგობრობენ, ხშირად ატარებენ დროს ერთად, მხიარულობენ და ცოტა ხნის წინ ცეკვის ვიდეოც ატვირთეს სოციალურ ქსელში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

თუმცა რასაკვირველია, გაცილებით პოპულარულიიყო მათი საახალწლო ცეკვა, რომელშიც მთელი ოჯახი მონაწილეობდა და ნამდვილ ჰიტად იქცა.