ვინ შეასრულებს არიელის როლს ფილმში „პატარა ქალთევზა?“

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

„დისნეიმ“ აქტიურად დაიწყო თავისი მულტფილმების ფილმებად გადაქცევა. ჩვენ ვიხილეთ „მალეფისენტა“ (რომელიც „მძინარე მზეთუნახავს“ ეფუძნება), „კონკია,“ ,,მზეთუნახავი და ურჩხული“, „ალადინი“, სულ მალე გამოვა „მეფე ლომიც.“ ამჯერად კომპანიამ გადაწყვიტა მულტფილმი ,,პატარა ქალთევზა” მაყურებლისთვის ფილმად შეეეთავაზებინა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, ვინ შეასრულებს არიელის როლს – ამერიკელი მომღერალი ჰოლი ბეილი.

რეჟისორის გადაწყვეტილებამ საზოგადოების ნაწილში აგრესია და გაურკვევლობა გამოიწვია, ვინაიდან არიელს თეთრი კანი აქვს, ჰოლის კი მუქი ფერის კანი აქვს. ინტერნეტში უკვე გავრცელდა გაფერადებული, შავგვრემანი არიელის ილუსტრაცია.

ასევე, ცნობილია რომ ფილმში მონაწილეობას მიიღებენ მელისა მაკარტი (ორსულა, რომელიც არიელს ხმის სანაცვლოდ ფეხებს აჩუქებს) და აკვაფინას (რომელიც ყველას დაგვამახსოვრდა ფილმიდან ,,საშინლად მდიდარი აზიელები“).