მეისი უილიამსი („არია“) ახალ სერიალში ითამაშებს

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

მეისი უილიამსის კარიერაში შესაძლოა „სამეფო კარის თამაშებმა“ გადამწყვეტი როლი ითამაშა (რადგან ჰოლივუდსა და კინოინდუსტრიაში ფართოდ გაუღო კარი), მაგრამ არიას როლი, როგორც მოსალოდნელი იყო, არ აღმოჩნდა ერთადერთი. მეისი 2020 წელს ახალ სერიალში გამოჩნდება, სახელად Two Weeks to Live, რომელზეც კომპანია SKY მუშაობს. ცნობილია, რომ სერიალი 6 სერიისგან შედგება. სიუჟეტი მოგვითხრობს დაობლებული გოგონას შესახებ, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ სოფელში მიემგზავრება. სწორედ იქ იწყება მისი სიყვარულის ისტორიაც.