7 სასახლე და ციხე-კოშკი, რომლებიც ცნობილ ფილმებში გადაიღეს

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

თუ კინომოყვარული ხართ და არქიტექტურაც გიზიდავთ, შვებულების დროს შეგიძლიათ ის ადგილები მოინახულოთ, სადაც თქვენი საყვარელი ფილმები გადაიღეს. 

ჰეტფილდ ჰაუსი

“ორლანდო”, “ლარა კროფტი”, “შეყვარებული შექსპირი”, “მეფე ლაპარაკობს”, “მისტერ ფრანკენშტეინი” და სხვა უამრავი ფილმი ლობერის მარკიზებისა და გრაფების მამულში გადაიღეს. სასახლის მშენებლობა 1497 წელს დაიწყეს. საბოლოო იერი XVII საუკუნეში მიიღო. სასახლე აგრეთვე ცნობილი უძველესი პარკით ბრიტანეთში.

ალნიკის ციხესიმაგრე

ლეგენდარული მეფე არტურის დროსაა აგებული. ნორტუმბერლენდის საგრაფოში, ინგლისში პატარა ციხესიმაგრე ჯერ კიდევ მეათე საუკუნეში ააგეს. იგი ხან შოტლანდიელების მფლობელობაში იყო, ხან – ინგლისელების. XVIII საუკუნეში ნორტუმბერლენდის საგრაფოს მფლობელი ჰიუ სმიტსონი გახდა და ალნიკიც მეტად დაიხვეწა. რა თქმა უნდა, მშვენიერი ადგილი ფილმის დეკორაციისთვის იდეალური ადგილია. სწორედ აქ გადაიღეს “ჰარი პოტერი”, “აივენგო” და “დაუნთაუნის სააბატო”. 

დანიტარის ციხესიმაგრე

კინემატოგრაფიის ისტორიაში პირველად ფრანკო ძეფირელის წყალობით შევიდა, რომელმაც აქ “ჰამლეტი” გადაიღო. თუმცა მას შემდეგ არაერთი ფილმის გადასაღები მოედანი გაიშალა დანიტარის ტერიტორიაზე. საინტერესო ისაა, რომ ციხესიმაგრე მეთორმეტე საუკუნიდანაა ცნობილი. 

ჩატსოურთ ჰაუსი

ბაროკოს სტილი მეტად პოპულარულია ინგლისში და ამის ნათელი მაგალითია ჩატსოურთ ჰაუსი. იგი XVII საუკუნეში ააგეს. ჰერცოგ დევონშირელის რეზიდენცია იყო. მეოცე საუკუნეში მისმა მფლობელმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და სასახლე ტურისტებისთვის გაიხსნა. აქ გადაიღეს “ჰერცოგინია” და “სიამაყე და ცრურწმენა”. 

კითხვა განაგრძეთ Marao.ge-ზე.