“ჩერნობილით” აღშფოთებული რუსეთი: როგორ დაუპირისპირდნენ რუსული მედია და საბჭოთა ჩინოვნიკები გახმაურებულ სერიალს

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

სე­რი­ალ­მა “ჩერ­ნო­ბი­ლი“, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო ტე­ლე­ინ­დუსტრი­ა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო რე­ი­ტინ­გი დადო, მთე­ლი რუ­სე­თის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. მას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი თით­ქმის ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ეხ­მა­უ­რა და HBO-ს გა­და­ღე­ბულ ტრა­გე­დი­ის ვერ­სი­ა­ში “არა­ერ­თი შეც­დო­მა” აღ­მო­ა­ჩი­ნა.

HBO-სა და SKY Atlantic-ის “ჩერ­ნო­ბი­ლი” ხუთ­სე­რი­ა­ნი ის­ტო­რი­უ­ლი დრა­მაა და უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ პრი­პი­ატ­ში 1986 წლის 26 აპ­რილს მომ­ხდარ ავა­რი­ა­სა და მის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ასა­ხავს – თუ რო­გორ ცდი­ლობ­დნენ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი აფეთ­ქე­ბის და­ფარ­ვას და “საბ­ჭო­თა იმი­ჯის” შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა გას­წი­რეს.

ჩერ­ნო­ბი­ლის აფეთ­ქე­ბის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში, რო­გორც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სხვა რეს­პუბ­ლი­კე­ბი­დან, ისე სა­ქარ­თვე­ლო­დან ასო­ბით ადა­მი­ა­ნი წა­იყ­ვა­ნეს. ბევ­რმა მათ­გან­მა სი­ცო­ცხლე სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბით და­ას­რუ­ლა. ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა წლებ­ში, რო­დე­საც ამა­ზე სა­უ­ბა­რი იკ­რძა­ლე­ბო­და, ჩერ­ნო­ბი­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ექიმს “უც­ნა­უ­რი პრობ­ლე­მე­ბით” მი­მარ­თავ­დნენ, რაც რა­დი­ა­ცი­უ­ლი დას­ხი­ვე­ბის შე­დე­გი იყო…

ცნო­ბი­ლი სე­რი­ა­ლი სვეტ­ლა­ნა ალექ­სე­ე­ვი­ჩის ასე­ვე ცნო­ბი­ლი წიგ­ნის – “ჩერ­ნო­ბი­ლის ლოც­ვის” მი­ხედ­ვით არის გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­მელ­შიც ნო­ბე­ლის ლა­უ­რე­ატ ბე­ლო­რუს მწე­რალს რე­ა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი და ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბი აქვს ასა­ხუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სუ­ლი მე­დი­ის რე­აქ­ცი­ას HBO-ს გახ­მა­უ­რე­ბულ მი­ნი­სე­რი­ალ­ზე, სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ერ­თხმად გა­აკ­რი­ტი­კეს ის და “რე­ა­ლო­ბი­დან აც­დე­ნი­ლი” უწო­დეს. Россия 24-ის ჟურ­ნა­ლის­ტის სტა­ნის­ლავ ნა­ტან­ზო­ვის თქმით, ჩერ­ნო­ბი­ლის ავა­რია უპ­რე­ცე­დენ­ტოდ დიდი ტრა­გე­დია იყო და “საბ­ჭო­თა სის­ხლი­ა­ნი რე­ჟი­მი” არა­ფერ შუ­ა­შია.

“არას­წო­რია ის, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე არ ზრუ­ნავ­და, საქ­მის არსი სის­ხლი­ან რე­ჟიმ­ში არ ყო­ფი­ლა, უბ­რა­ლოდ, მსგავ­სი ავა­რი­ე­ბი იქამ­დე არ მომ­ხდა­რა და მათ გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქონ­დათ” – თქვა ნა­ტან­ზოვ­მა, რო­მელ­მაც და­სავ­ლე­თი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მი­მართ “სუ­ბი­ექ­ტურ“ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

Аргументы и Факты-ს ცნო­ბით, სე­რი­ალ­ში მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბე­ბი არის “კა­რი­კა­ტუ­რა” და მას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო სი­მარ­თლეს­თან. Российская Газета-ს ცნო­ბით კი, ფილმში “სი­მარ­თლე ძა­ლი­ან მცი­რე დო­ზით არის…” გა­მო­ცე­მებ­მა ჩა­წე­რეს ჩერ­ნო­ბი­ლის ლიკ­ვი­და­ტო­რი, რო­მე­ლიც ისევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დელ ვერ­სი­ა­ზე სა­უბ­რობს.

კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლის შემ­დეგ, რუ­სეთ­მა პა­სუ­ხიც მო­ი­ფიქ­რა – ტე­ლე­კომ­პა­ნია НТВ სე­რი­ალ “ჩერ­ნო­ბილს” რუ­სე­თის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით გა­და­ი­ღებს, მისი მთა­ვა­რი გმი­რი კი საბ­ჭო­თა სპე­ცა­გენ­ტი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, მა­ყუ­რებ­ლებ­მა ამ სე­რი­ა­ლის ში­ნა­არ­სი გა­მოს­ვლამ­დე და­ი­წუ­ნეს, რად­გან მთა­ვა­რი გმი­რი კა­ტას­ტრო­ფის ლიკ­ვი­და­ტო­რი კი არა, საბ­ჭო­თა სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლია, რო­მე­ლიც საქ­მის­თვის თავს სწი­რავს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სუ­ლი “ჩერ­ნო­ბი­ლის” ვერ­სი­ა­ში, მოქ­მე­დე­ბა ავა­რი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე იწყე­ბა და აფეთ­ქე­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდსაც მო­ი­ცავს. სი­უ­ჟე­ტი ЦРУ-ს თა­ნამ­შრომ­ლის – ალ­ბერტ ლენ­ცი­სა და სამ­ხედ­რო კონ­ტრდაზ­ვერ­ვის ვი­ცე­პოლ­კოვ­ნი­კის ან­დრეი ნი­კო­ლა­ე­ვის გარ­შე­მო ვი­თარ­დე­ბა, რო­მე­ლიც ცდი­ლობს “უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტი” შე­ა­ჩე­როს და აფეთ­ქე­ბა აღ­მო­ფხვრას.

იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ ყვე­ლა­ფე­რი ისე არ ყო­ფი­ლა, რო­გორც HBO-სა და SKY Atlantic-ის მი­ნი­სე­რი­ალ­შია აღ­წე­რი­ლი, რუ­სულ­მა მე­დი­ამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჩა­წე­რა ინ­ტერ­ვიუ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ცე­კას მდი­ვან მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩოვ­თან, რო­მე­ლიც პრო­ცე­სე­ბის სა­თა­ვე­ში, სხვა საბ­ჭო­თა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ერ­თად იდგა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუ­სუ­ლი მე­დია გან­სა­კუთ­რე­ბით აღაშ­ფო­თა პრო­ფე­სორ ვა­ლე­რი ლე­გა­სო­ვის აღ­სას­რულ­მა, რო­მელ­მაც სხვებ­თან ერ­თად გა­მო­ი­ძია და ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად და­ა­ლა­გა ავა­რი­ის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი და რო­მე­ლიც რე­ჟიმ­მა გა­წი­რა… მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს ფილმში ასა­ხულ რამ­დე­ნი­მე ფაქტსა და ლე­გა­სო­ვის აღ­სას­რულს.

ვა­ლე­რი ლე­გა­სო­ვი სე­რი­ალ­ში და რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ცე­კას მდივ­ნის თქმით, მას არ გა­უ­ცია ბრძა­ნე­ბა ვა­ლე­რი ლე­გა­სო­ვი სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი გმი­რის წო­დე­ბით არ და­ე­ჯილ­დო­ვე­ბი­ნათ.

“მე ამის ბრძა­ნე­ბა არ გა­მი­ცია და ჩემს გარ­და ვინ გას­ცემ­და? ეს არის გა­მო­გო­ნი­ლი!” – ამ­ბობს გორ­ბა­ჩო­ვი Говорит Москва-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში. მი­სი­ვე თქმით, ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო ჰოს­პი­ტალ­ში მკურ­ნა­ლობს და პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის ნახ­ვა დღემ­დე ვერ შეძ­ლო.

რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლი ირო­ნი­ით უყუ­რებს რუ­სე­თის “ჩერ­ნო­ბი­ლის” ვერ­სი­ას და ამ­ბობს, რომ და­სავ­ლე­თი ახერ­ხებს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გად­მო­ნაშ­თი რუ­სე­თი, მუდ­მი­ვად თა­ვის მარ­თლე­ბის პო­ზი­ცი­ა­ში ამ­ყო­ფოს…

ავტორი: ლალი პაპასკირი