როგორ პასუხობს ლედი გაგა შეკითხვას, მისი ბრალია თუ არა ბრედლის და ირინას დაშორება?

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა The Sun-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პოპ-ვარ­სკვლა­ვი ლედი გაგა ფა­ნებს გა­ნუ­რის­ხდა იმის გამო, რომ მათ მსა­ხი­ობ ბრედ­ლი კუ­პე­რის შე­სა­ხებ შე­კი­თხვე­ბით შე­ა­წუ­ხეს.

ინ­ცი­დენ­ტი მას შემ­დეგ მოხ­და, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 4-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ კუ­პე­რი და სუ­პერ­მო­დე­ლი ირი­ნა შე­ი­კი და­შორ­დნენ. მე­დი­ა­ში და სკან­და­ლის მოყ­ვა­რულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­შინ­ვე გაჩ­ნდა ეჭ­ვე­ბი, რომ ეს შე­საძ­ლოა ლედი გა­გას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ის გაგ­რძე­ლე­ბაა.

ინ­ცი­დენ­ტი ლოს ან­ჯე­ლეს­ში მოხ­და, სა­დაც მომ­ღე­რა­ლი კონ­ცერტს მარ­თავ­და. გა­მო­ცე­მა იუ­წყე­ბა, რომ კონ­ცერ­ტზე მი­სუ­ლი მსმე­ნე­ლე­ბი შე­უ­ჩე­რებ­ლად უყ­ვი­როდ­ნენ მომ­ღე­რალს, სად იყო ბრედ­ლი კუ­პე­რი. ვიდ­რე ლედი გაგა მსა­ხი­ობ­თან ერ­თად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი ჰი­ტის Shallow-ს შეს­რუ­ლე­ბას და­ი­წყებ­და, გან­რის­ხე­ბულ­მა, უხამ­სი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა მსმე­ნელს: “one more thing, be kind or f**k off” (“კი­დევ ერთი: ან კარ­გად მო­ი­ქე­ცით, ან და­ახ­ვი­ეთ”).

ღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ ლედი გაგა და­შორ­და საქმროს კრის­ტი­ან კა­რი­ნოს, რო­მელ­ზეც ორი წელი იყო და­ნიშ­ნუ­ლი. გა­სულ კვი­რას კი ირი­ნა შე­ი­კი გა­და­ვი­და იმ სახ­ლი­დან, სა­დაც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კუ­პერ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. მო­დელს და მსა­ხი­ობს ორი წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ.

რო­გორც ჩანს, ირი­ნა შე­იკ­მა და­შო­რე­ბა მარ­ტი­ვად გა­და­ი­ტა­ნა, მან ცოტა ხნის წინ “ინ­სტაგ­რა­მის” სა­კუ­თარ გვერ­დზე ახა­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც ის­ლან­დი­ა­ში, ფო­ტო­სე­სი­ა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი.