ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი დაშორდნენ

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

people.com-ის ექსკლუზიური ინფორმაციით ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი 4 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. მსახიობსა და მოდელს 2017 წელს ქალიშვილი შეეძინათ. ამ ეტაპზე მათთვის სწორედ ლიაა პრიორიტეტული. წყვილის დაშორების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ირინამ და ბრედლიმ რომანი 2015 წელს დაიწყეს. წყვილის ურთიერთობა არც თუ ისე საჯარო იყო, იმის მიუხედავად რომ მათ მიმართ ინტერესი არ ცხრებოდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ირინამ აღნიშნა:

„ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობს. მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, თუმცა მიმაჩნია, რომ ურთიერთობის დეტალები ძალიან პირადულია და გასაჯაროება არ ღირს. რადგან ჩემი სამსახურიდან გამომდინარე დიდ ყურადღებას ვიქცევ, სჯობს მეორე ფრონტზე ვდუმდე.“

გაუზიარე მეგობრებს!