6 რეალური ფაქტი, რომელიც „რექსის სამეფო თამაშებში“ გააშარჟეს

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

რექსის სამეფო თამაშები“ 2019 წლის ანიმაციაა, რომლის პრემიერაც 3 აპრილს ბელგიაში შედგა. ანიმაციური ფილმის ხანგრძლივობა 1 საათი და 25 წუთია. მისი რეჟისორები ვინსენტ კესტელატი და ბენ სტეისენი არიან. რექსი, მთავარი პერსონაჟი, ჯეკ უაიტჰოლმა გაახმოვანა, დედოფალი ელიზაბედი კი ჯული უოლტერსმა. ბოლო მონაცემებით, ანიმაციის IMDB 5,2-ია.

რექსის სამეფო თამაშების“ სიუჟეტი ვითარდება რექსის, დედოფლის რჩეული ძაღლის ირგვლივ. იმის შემდეგ, რაც რექსი პატრონს საქმიან ვახშამს ჩაუშლის, დანაშაულის გრძნობით ივსება და, მეგობრის დახმარებით, სახლიდან გარბის. სულ მალე იგი აღმოაჩენს, რომ ყველა ძაღლის ნდობა სულაც არ ღირს, რადგან მეგობარი ხიდიდან გადააგდებს და სასიკვდილოდ გაიმეტებს. გაინტერესებთ რა მოხდება? როგორ გადაირჩენს თავს რექსი? მაშინ ეს მულტფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ.

მანამდე კი, გთავაზობთ 6 რეალურ ფაქტს, რომელიც ანიმაციაში გააშარჟეს:

  1. დედოფლის დამოკიდებულება

ცნობილი ფაქტია, რომ დედოფალს სამეფო კორგები განსაკუთრებულად უყვარს, რაც მისმა ბავშვობამ განაპირობა. ელიზაბედი სულ პატარა გოგონა იყო, როცა მშობლებმა პირველი კორგი მიუყვანეს. დღესდღეობით მას მხოლოდ ორი კორგი დარჩა – ვულკანი და ქენდი (ერთ-ერთი პრინცესა მარგარეტს ეკუთვნოდა), თუმცა 1952 წლიდან მოყოლებული დედოფალს ამ ჯიშის 30 ძაღლი ჰყავდა.

2. TOP DOG

ელიზაბედ II-ეს მართლაც ჰყავდა რჩეული კორგი, სახელად ჩურჩული. იგი 2018 წელს მოკვდა. დედოფალმა ძალიან განიცადა საყვარელი ცხოველის დაკარგვა და სათანადოდ დაკრძალა.

3. დონალდ ტრამპის სახე

მართალია ამერიკის პრეზიდენტი სულაც არ არის ისეთივე მსუქანი, როგორიც ანიმაციაში გამოიყვანეს, მაგრამ ვაღიაროთ, რომ სოლარიუმის რუჯი და ქერა თმა ზუსტად ასახეს გრაფიკოს-დიზაინერებმა. მთავარი მაინც ტრამპის ხასიათი და ქცევებია. როგორც ჩანს, რეჟისორებმა დასცინეს მის აქტიურობას სოციალურ ქსელში და ფოტოების გადაღების სიყვარულს.

4. დონალდ ტრამპმა არ იცის სამეფო ეტიკეტი

ინგლისის დედოფალთან ოფიციალურ შეხვედრაზე აშშ-ს პრეზიდენტმა 12 წუთი დააგვიანა, რაც ეტიკეტის ძალიან უხეშ დარღვევად ითვლება. გარდა ამისა, მიმავალ დედოფალს გადაუსწრო და წინ არ გაატარა. ანიმაციაში კარგად ჩანს რომ დონალდი უცერემონიო და უტაქტოა, სამეფო ეტიკეტზე კი არაფერი სმენია.

5. მელანია ტრამპის ჩაცმულობა

2016 წლის 16 ოქტომბერს წინასაარჩევნო, ბოლო საპრეზიდენტო დებატებზე დონალდ ტრამპი ოჯახთან ერთად გამოცხადდა, მას გვერდს უმშვენებდა მელანიაც, რომელიც გუჩის ვარდისფერ პერანგში იყო გამოწყობილი. სწორედ ეს ვარდისფერი პერანგი აცვია ანიმაციაში პირველ ლედის.

6. მელანია ტრამპის აქცენტი

მელანია ტრამპი წარმოშობით სლოვენიის რესპუბლიკიდანაა. იმ პერიოდში, როცა მელანია აქტიურად იყო დაკავებული თავისი სამოდელო კარიერით, მშობლიური ენის გარდა, 5 ენა ისწავლა. მიუხედავად უცხო ენებისკენ მიდრეკილებისა, ინგლისურად საუბრისას, მას საკმაოდ სპეციფიკური აქცენტი აქვს.