ყველაზე იდუმალი მსახიობი „ჩცდ“-დან: როგორ დაიპყრო ნინო კასრაძემ მაყურებლის გული?

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

ნინო კასრაძე წლებია, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ, ნიჭიერ და დახვეწილ მსახიობად მიიჩნევა. ბევრმა იცის, რომ ის რობერტ სტურუას ერთ-ერთი საყვარელი მსახიობია და რუსთაველის თეატრში არაერთი გენიალური როლი აქვს შესრულებული. თუმცა ფართო საზოგადოების გაცხოველებული ყურადღება და ინტერესი, როგორც ხდება ხოლმე, სატელევიზიო სივრცეში მის გამოჩენას მოჰყვა. ნინო სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” მასავით დახვეწილ და ელეგანტურ ქალს, ყოფილ მინისტრ მაკა ანჯაფარიძეს განასახიერებს. 


ისევე, როგორც სხვა მსახიობების მიმართ, ნინოს მიმართაც ხშირად ისმის შეკითხვები, როგორია რეალურ ცხოვრებაში, რამდენად ჰგავს მაკას, როგორია მისი ნამდვილი ოჯახი და ა.შ თუმცა ნინო, სხვა მსახიობებისგან განსხვავებით, ძალიან იშვიათად კონტაქტობს პრესასთან, ისიც – საქმიან თემებზე, არ უყვარს პირადი ცხოვრების გასაჯაროება, არ ერევა პოლიტიკაში და მის სახელს არ უკავშირდება სკანდალები.
თუმცა არსებობს მისი რამდენიმე, ძალიან მწირი რაოდენობის ტელე თუ პრესისთვის მიცემული ინტერვიუ, სადაც საკუთარ საქმესა და ოჯახზე საუბრობს. სწორედ ამ ინტერვიუების ამონარიდებს გთავაზობთ (ძირითადად, ”ცხელი შოკოლადის” 2005 წლის №4-დან) და პრესაში გავრცელებულ სხვა ინფორმაციებზე დაყრდნობით გიამბობთ, როგორია მშვენიერი მსახიობი რეალურ ცხოვრებაში.

mshoblebi

„სამი წელი ვცხოვრობდით ირანში. ახლა რომ ვფიქრობ და ვაანალიზებ, სამი წელი თითქოს რა არის, მაგრამ ამ წლებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როგორც ამბობენ, ხუთ წლამდე ბავშვი რასაც აითვისებს, განცდა იქნება ეს თუ ცოდნა, მერე მთელ ცხოვრებაზე გავლენას ახდენსო“. 
მსახიობობაზე ბავშვობიდან არ უოცნებია, მაგრამ უნდოდა, გამორჩეული ყოფილიყო. 
„არ ვიცი, რატომ ავირჩიე ეს პროფესია. თუ არ ვცდები, მსახიობობის სურვილი VIII-IX კლასში გამიჩნდა. შეიძლება იმიტომ, რომ სკოლის დროს რაღაც ინგლისურ სპექტაკლებში ვმონაწილეობდი, ეს იყო პატარა დღესასწაულები. მიზეზებზე მაშინ არ მიფიქრია. ის კი არა და, წესიერად გაცნობიერებულიც არ მქონია. ამაზე ახლა ვფიქრობ, როცა თითქოს ერთი ეტაპი დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში. მგონი, გამიმართლა. ხშირად ხდება, როცა 17 წლისა პროფესიას ირჩევ, მერე 10-15 წლის შემდეგ ზუსტად არც კი იცი, სწორი არჩევანი გააკეთე თუ არა. იშვიათად ამართლებს ხოლმე. ვფიქრობ, ეს ის იყო, რაც მე შემეძლო და რაც გამომივიდოდა“.

mshoblebi

თეატრალურის დამთავრების შემდეგ მალევე, 23 წლის იყო, როდესაც რობერტ სტურუას რჩეული გახდა, დიდ სცენაზე პირველი სპექტაკლი ”სეჩუანელი კეთილი ადამიანი”ითამაშა. ორი წლის შემდეგ იყო ”ლედი მაკბეტი”, ”ქალი გველი”, ”ჰამლეტი”და უამრავი სპექტაკლი.
მოგვიანებით ნინო დარასელთან სატელევიზიო ინტერვიუში აღიარა, რომ გული სწყდება, თავის დროზე უარი რომ თქვა როლებზე, განსაკუთრებით კი ერთ ფილმზე, რადგან მასში მონაწილე მსახიობებიდან დღეს ბევრი გარდაცვლილია. 


„ჩემთვის ყველა როლი ისეთი წვა-ლებისა და შრომის შედეგად არის შექმნილი, რომ ჩავარდნილი როლიც კი შეიძლება გარკვეული თვალსაზრისით წარმატებული იყოს… ყველა როლი რაღაცას მახსენებს, რაღაცასთან არის დაკავშირებული. უკვე ცხოვრების ნაწილი ხდება“.
“პოპულარობა რომ მადარდებდეს და განვიცდიდე, ასე კი არ მივუშვებდი ყველაფერს, როგორც მივუშვი. ტყავში ვიქნებოდი გამძვრალი, მით უმეტეს, რაიმეს თავიდან დაწყება მე არ მჭირდებოდა, ლოგიკურად გავაგრძელებდი”. 
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ნინოს ჰყავს ორი შვილი – სალომე და ლუკა, და მეუღლე – ლექსო თოფურია. წლების წინ ხმაურიან თბილისზე უარი თქვა და საცხოვრებლად ოქროყანა აირჩია. თავიდან ეგონა, ვერ გაძლებდა, მაგრამ ახლა ეს ადგილი მისთვის ყველაზე საყვარელია.


სანამ ბავშვები პატარები იყვნენ, ნინო, ძირითადად, ბავშვებთან ატარებდა დროს და ნაკლებს მუშაობდა. „როგორი დედა ვარ, ამას დრო გამოაჩენს. ღმერთმა ქნას, რომ ბევრი შეცდომა არ დავუშვა. შეცდომებს ვუშვებ, ფაქტია, მაგრამ მთავარია, ისე არ დამიბნელდეს გონება, რომ საბედისწერო შეცდომები დავუშვა. ჩემი თეორიები მაქვს. არ ვიცი, როგორ გავართმევ თავს მსახიობობასაც და დედობასაც. მიმაჩნია, რომ ასეთ შეთავსებას კარგი შედეგი არ მოაქვს და რა იქნება და რას ვიზამ, არ ვიცი“.

წყარო mshoblebi.ge

გაუზიარე მეგობრებს!