დევიდ ლინჩი ქართულ-ამერიკული ფილმის პროდიუსერი იქნება?

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლე­გენ­და­რუ­ლი ამე­რი­კე­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რის დე­ვიდ ლინ­ჩის კავ­კა­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა იღებს ფილ­მს, რომ­ლის პრო­დი­უ­სე­რიც დე­ვიდ ლინ­ჩი იქ­ნე­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ჰო­ლი­ვუ­დი­სა და ევ­რო­პუ­ლი კი­ნოს ვარ­სკვლა­ვე­ბი. ფილ­მის რე­ჟი­სო­რი კი ლინ­ჩის ფონ­დის პრე­ზი­დენ­ტი, რე­ჟი­სო­რი გიგა აგ­ლა­ძე იქ­ნე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად დე­ვიდ ლინ­ჩის ფონდსა და BA პრო­დაქ­შენს და­ვუ­კავ­შირ­დით, სა­დაც და­ა­დას­ტუ­რეს, რომ ფილ­მის გა­და­ღე­ბა ნამ­დვი­ლად იგეგ­მე­ბა, თუმ­ცა და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­უ­ბარს თავს არი­დე­ბენ.

BA პრო­დაქ­შე­ნის პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თეა აგ­ლა­ძის თქმით, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ფილ­მის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას გა­ავ­რცე­ლებს.

აგ­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სხვა ინ­ფორ­მა­ცია არას­წო­რია და მხო­ლოდ ფონ­დის და BA პრო­დაქ­შე­ნის მიერ გავ­რცელ­დე­ბა ფილ­მის შე­სა­ხებ რე­ა­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, “დე­ვიდ ლინ­ჩის ფონ­დის” წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2017 წელს და­არ­სდა. ლე­გენ­და­რუ­ლი რე­ჟი­სო­რი 2017 წლის ნო­ემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. რე­ჟი­სო­რი, პრო­დი­უ­სე­რი, ვი­ზუ­ა­ლუ­რი არ­ტის­ტი, მუ­სი­კო­სი და მსა­ხი­ო­ბი, ცნო­ბი­ლია სი­უ­რე­ა­ლის­ტუ­რი ფილ­მე­ბით. მას The Guardian-მა “სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ჟი­სო­რი” უწო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა “დე­ვიდ ლინ­ჩის ფონ­დის” საქ­მი­ა­ნო­ბას, მას რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს: გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხე­ბი, ბავ­შვთა დახ­მა­რე­ბა, ვე­ტე­რა­ნე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და სწავ­ლე­ბა. ფონდს გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს, გახ­სნას უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­დაც კი­ნომ­წარ­მო­ებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, შეხ­ვდნენ მსოფ­ლიო კი­ნოს ვარ­სკვლა­ვებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­ლენ. “ლინ­ჩის ფონდში” უამ­რა­ვი კი­ნო­ვარ­სკვლა­ვია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.