10 ფილმი, რომელიც ვალენტინობას შეყვარებულთან ერთად უნდა ნახოთ

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

1. ნოუთბუქი

notebook

სიყვარულის ეპიკური ისტორია მოხუცი კაცის შესახებ, რომელიც ხმამაღლა უკითხავს დღიურს ალცჰეიმერით დაავადებულ ქალს, გაცრეცილი უბის წიგნაკიდან. მოხუცი კაცის სიტყვები აცოცხლებს ისტორიას წყვილისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომმა დააშორა და შემდეგ ისევ შეახვედრა ერთმანეთს… უყურეთ ონლაინ

2. ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება

eternal sunshine

რა მოხდება, თუ შევძლებთ ჩვენი მეხსიერებიდან ცუდი მოგონებებისა და ურთიერთობების ამოშლას? ჩარლი კაუფმანი და მიშელ გონდრი ერთად ცდილობენ უპასუხონ ამ კითხვას… უყურეთ ონლაინ 

3. ვერცხლისფერი პიესები

silver linnings

მეუღლესთან განშორების შემდეგ მთავარი გმირის ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ის გადადის მშობლების სახლში და კარგავს ძველ მეგობრებს. თუმცა ცხოვრება მაშინ გიმზადებს საჩუქარს, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელი. ტიფანის გაცნობა – ზუსტად ის შემთხვევაა…უყურეთ ონლაინ

4. სამერის ხუთასი დღე

500 days summer

მამაკაცს შეუყვარდება ქალი, რომელსაც სიყვარულის არ სჯერა. ტომი არქიტექტორია, რომელიც ცხოვრებისთვის სამყოფ ფულს მისალოცი ბარათების წერით გამოიმუშავებს. იგი მისი უფროსის ახალ ასისტენტს, ულამაზეს სამერს შეხვდება და მალე აღმოაჩენს, რომ მათ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ეს არ ჩანს, ძალიან ბევრი აქვთ საერთო…უყურეთ ონლაინ

5. მოხატული პირბადე

painted veil

ბრიტანელი მედიცინის დოქტორი ჩინეთის პატარა სოფელში ქოლერის ეპიდემიას ებრძვის, სადაც უიღბლო ქორწინებაში მყოფი, თავის მოღალატე ცოლთან ერთადაა გამომწყვდეული…უყურეთ ონლაინ

6. ყოფილი გოგონების მოჩვენებები

ghost of girlfriends past

როდესაც ცნობილი მექალთანე კონორი მიდი მისი ძმის, პოლის ქორწილში მიდის, იძულებული ხდება, მისი საქციელი გადააფასოს, რადგან შეხვედრა უწევს ყოფილი, ახლანდელი და მომავალი შეყვარებულების მოჩვენებებთან. ეს მოვლენები მის ცხოვრებას შეცვლის და კონორს მის ნამდვილ სიყვარულთან დააბრუნებს…უყურეთ ონლაინ

7. წმინდა ვალენტინის დღე

valentines day

ათეულობით ლოსანჯელესელი ვალენტინის დღეს სისხამ დილას ხვდება და შუაღამემდე აღნიშნავს. აქედან სამი წყვილი ერთად გაიღვიძებს, მაგრამ თითოეული ურთიერთობა მალე საპნის ბუშტივით გაქრება. ღირს კი რომელიმე გადასარჩენად? მოასწრებს თუ არა თავის საქმეს კუპიდონი შუაღამემდე?… უყურეთ ონლაინ

სტატიის სრულად სანახავად ეწვიეთ ,,მარაოს”.