ჰაიაო მიაძაკი ბრუნდება!

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

მოგეხსენებათ, The Wind Rises – ის გამოსვლიდან მალევე (2013 წელს) გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეგენდარულმა რეჟისორმა, ჰაიაო მიაძაკიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ანიმაციური ინდუსტრიიდან მისი წასვლა საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა მაყურებლისთვის.

6 წლიანი პაუზის შემდეგ, ჰაიაო მიაძაკი ბრუნდება! ცოტა ხნის წინ ვინსენტ მარაველმა ეს ინფორმაცია საკუთარ ტვიტერზე განათავსა და მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია.

საინტერესოა, ამჯერად რას გვიმზადებს რეჟისორი. ცნობილია, რომ მასთან ერთად იმუშავებენ უმცროსი მიაძაკი და ვინსენტ მარაველი.

მანამდე კი გთავაზობთ ჰაიაოს ძველ ნამუშევრებს: მოჩვენებების მიერ გატაცებულნი, ჰოულის მოძრავი სასახლე, პრინცესა მონონოკე, ჩემი მეზობელი ტოტორო, ლაპუტა: ზეციური ტაძარი