ვინ ითამაშებს რაიან მერფის ახალ სერიალში Ratched?

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

რაიან მერფი საზოგადოებამ ორი სერიალისთვის შეიყვარა – ,, ამერიკული კრიმინალური ისტორია” და ,,ამერიკული საშინელებათა ისტორია”.

Netflix-ი, რაიანთან ერთად, ახალ სერიალზე იწყებს მუშაობას, სახელად Ratched. სიუჟეტი განვითარდება ექთნის, რიტჩედის, ირგვლივ. მის როლს სარა პაულსონი შეასრულებს. (გირჩევთ ფილმებს სარას შესრულებით: ოუშენის რვა მეგობარი, ჩიტის ყუთი, კაჭკაჭჯაფარა, მადი, After-School Special, მეამბოხე ჭვავის ყანაში)


რიტჩედის პერსონაჟს მაყურებელი ერთხელ უკვე შეხვდა ფილმში ,,ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“. ფილმი 1975 წელს გადაიღეს და მედდის როლში ლუის ფლეტჩერი მოგვევლინა.

დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, Ratched-ით დაინტერესდნენ შერონ სტოუნი და სინტია ნიქსონი. შესაბამისად, Netflix -ი მორიგ საინტერესო პროექტს გვპირდება.

გაუზიარე მეგობრებს!