მაყურებელი ფილმის “ყველა ბიჭისთვის, ვინც ოდესმე მიყვარდა” გაგარძელებას იხილავს

სიახლეები

ხალხმა გამოსვლისთანავე აიტაცა და შეიყვარა ფილმი ,,ყველა ბიჭისთვის, ვინც ოდესმე მიყვარდა,” რომელშიც მთავარი როლები ლანა კონდორმა და ნოა ცენტინეომ შეასრულეს.

Netflix-მა ოფიციალურად გაანცხადა, რომ მაყურებელი
,,ყველა ბიჭისთვის, ვინც ოდესმე მიყვარდა-ს” გაგარძელებას იხილავს, ვინაიდან ამ ფილმმა კომპანიას დიდი წარმატება მოუტანა.
Netflix-მა ასევე აღნიშნა, რომ სცენარზე სოფია ალვარესი იმუშავებს, პროდიუსერები კი მეთ კაპლანი და დოჯ ქეში იქნებიან.

რაზეა ფილმი?

სიუჟეტი ვითარდება თინეიჯერის ირგვლივ, რომლის უფროსი დაც სასწავლებლად ევროპაში მიემგზავრება. ვინაიდან მთავარი გმირის დედა დაღუპულია, გოგონას პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავება უწევს. სწორედ ამ დროს ოინს მოუწყობენ და მის სასიყვარულო წერილებს ადრესატებთან დაუკითხავად გააგზავნიან.

იხილეთ თრეილერი: