11 აპოკლიფსური ფილმი მათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორი იქნება სამყაროს აღსასრული

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

2012 (2009 წელი)

დოქტორ ადრიან ჰელმსლი საერთაშორისო გეოფიზიკური ჯგუფის წევრია, რომლის მიზანია მზის აფეთქებების შედეგად დედამიწაზე რადიაციის ზეგავლენის შესწავლა. ადრიანი იგებს, რომ დედამიწის ბირთვი ხურდება. იგი ამერიკის პრეზიდენტს  აცნობებს, რომ დედამიწის ქერქი არასტაბილური ხდება და სათანადო მზადების გარეშე, რომელიც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გადარჩენას ისახავს მიზნად, კაცობრიობა განწირულია. ამავდროულად, მწერალი ჯექსონ კერტისი იგივე ინფორმაციას წააწყდება. როდესაც გარდაუვალი კატაკლიზმებისაგან გადასარჩენად მსოფლიო ლიდერები ერთმანეთს “კიდობნების” მშენებლობაში ეჯიბრებიან, კერტისი ცდილობს თავისი ოჯახის გადასარჩენი გზა იპოვოს.

 

მე – რობოტი (2004 წელი)

მოვლენები ვითარდება 2035 წელს. ტექნოფობი პოლიციელი თვითმკვლელობას იძიებს. მას ეჭვი აქვს, რომ ამ მკვლელობაში რობოტის ხელი ურევია. გამოძიება პოლიციელს შემზარავ აღმოჩენამდე მიიყვანს: შესაძლოა სულ მალე მთელი კაცობრიობა გაანადგურონ რობოტებმა.

 

უოლ-ი (2008 წელი)

უოლ-ი ადამიანებისგან მიტოვებულ, ნაგვით სავსე დედამიწაზე დარჩენილი უკანასკნელი რობოტია. იგი 700 წლის განმავლობაში ცდილობს პლნეტის დასუფთავებას და ამასობაში  ადამიანისთვის დამახასიათებელ თვისებებს იძენს. ერთხელაც დედამიწაზე კოსმოსური ხომალდი ჩამოდის, რომელსაც თან ჩამოჰყავს  თანამედროვე, პრიალა რობოტი. უოლ-ი ჩათვლის, რომ ნანატრი მეგობარი იპოვა.

მსოფლიო ომი Z (2013 წელი)

გაეროს წარმომადგენელი, ჯერი ლეინი ცდილობს მოძებნოს ანტივირუსი, რომელმაც კაცობრიობა საშინელი აღსასრულისგან უნდა იხსნას…

 

ვირუსი (2013 წელი)

ქვეყანაში შემოპარული არალეგალები ვირუსით იხოცებიან, მხოლოდ ერთი ბიჭი გადარჩება, რომლის იმუნიტეტმაც უცხო სხეულის დამარცხება შეძლო. მართალია, თავად ვირუსი დაამარცხა, მაგრამ ქალაქში ხეტიალისას ბაცილებს ავრცელებს. რამდენიმე საათში საავადმყოფოები ერთნაირი სიმპტომების მქონე პაციენტებით აივსება. ადამიანები ერთი მეორეს მიყოლებით იხოცებიან. ქალაქის მერი სიტუაციის სიმწვავეს ვერ აფასებს, ამიტომ შესაბამისი ზომების მიღებაზე თავიდან უარს აცხადებს.

 

დღე ხვალის შემდეგ (2004 წელი)

გლობალური დათბობა მრავალი წლის შემდეგაც არ შესუსტებულა. სათბურის ეფექტმა მსოფლიოში ქაოსი გამოიწვია. კატასტროფული ქარიშხლები, ტორნადოები, ცუნამები, წყალდიდობები ყველაზე საშიშ, მომავალ გამყინვარების პერიოდს მოასწავებს. პალეოკლიმატოლოგი ჯეკ ჰოლი მსოფლიოს გადარჩენას ცდილობს და ამასთანავე თავისი შვილის სემის უსაფრთხოებაზეც ზრუნავს. სემი ნიუ -იორკში იმყოფებოდა, როდესაც ქალაქი დიდმა გამყინვარებამ მოიცვა…

 

მიცვალებულთა განთიადი (2004 წელი)

მაშინ, როდესაც ამერიკას მილიონობით გვამი უტევს, გადარჩენილ ადამიანთა პატარა ჯგუფი თავშესაფარს ეძებს. ისინი ცდილობენ ქალაქიდან გაიქცნენ და თავი უსაფრთხო კუნძულს შეაფარონ.

 

9-ცხრა(2009 წელი)

ამ ისტორიის მოქმედება ვითარდება პარალელულ განზომილებაში, მთავარი გმირები – თოჯინები არიან, რომლებიც ცდილობენ პოსტ–აპოკალიპტურ სამყაროში გადარჩენას. მთავარი გმირის სახელია “9”. ის ლიდერის თვისებებს ავლენს და ცდილობს გადარჩენილებს დაეხმაროს.

 

თოვლისმჭრელი (2013 წელი)

ჩვიდმეტი წლის წინ დედამიწაზე მოხდა ტექნოგენური კატასტროფა. ტყითა და ბაღებით დაფარული ადგილები, თოვლმა და ყინულმა ჩაანაცვლა. სიცოცხლე მხოლოდ გიგანტურ მატარებელში გადარჩა, რომელიც გაუჩერებლად მოძრაობს მაგისტრალზე. შემადგენლობის პირველ ვაგონებში ცხოვრობს მმართველი ელიტა, ხოლო ბოლოში უბრალო ხალხი. გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც სამართლიანობის აღდგენა და ყველასთვის თანაბარი საცხოვრებელი პირობების მიცემა სურს.

 

სან – ანდრეასი (2018 წელი)

რეი სამაშველო ვერმტფრენის პილოტია, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში სხვებს ეხმარება. კალიფორნიას უეცრად თავს დაატყდა ძლიერი მიწისძვრა, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა და მიწაში დიდი ბზარი გაჩნდა. ამ ქაოსში რეის უწევს თავისი ქალიშვილის მოძებნა.

 

წინასწარმეტყველება (2009 წელი)

პატარა ბიჭი დროის კაფსულას პოულობს.  მასში მრავალი საშინელი წინასწარმეტყველება ინახება, ზოგიერთი უკვე ახდა, ზოგსაც მალე შეესხმება ხორცი. მამამისი – სკოლის მასწავლებელი –  ხვდება, რომ მის ოჯახს მოვლენათა განვითარებაში გარკვეული როლის თამაში შეუძლია.