13 ფილმი, რომლებშიც სიკეთის ნაცვლად, ბოროტება იმარჯვებს

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

მოხუცების ადგილი აქ არ არის (2007 წელი)

მოვლენები ვითარდება 1980 წელს, ტეხასში. ვიეტნამელი  ვეტერანი ცდილობს ნარკოტიკებით ივაჭროს, ეს მცდელობა კი სავალალოდ დამთავრდება. მთავარ გმირს მოუწევს ორი კილერისგან თავის დაღწევა. არ დაგავიწყდეთ, რომ მან  ფულით სავსე ჩემოდანიც უნდა ,,გადაარჩინოს”.  რიო-გრანდეს ახლოს იგი შემთხვევით წააწყდება უამრავ გვამს, ჰეროინს  და ორ მილიონ დოლარს. როგორ მოიქცევა? წაიღებს ფულსა და ნარკოტიკს?

 

ძირითადი ეჭვმიტანილები (1995 წელი)

ყველა დანაშაულს აქვს თავისი მოტივი. რისი გარკვევაც საქმის გახსნისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. თუკი საქმე ამოცნობის პროცედურამდე მივიდა, ესე იგი ერთი ეჭვმიტანილი მაინც არსებობს.

 

ნეონის დემონი (2016 წელი)

პროვინციელი გოგონა ცნობილ მოდელობაზე ოცნებობს. ცხოვრება მისცემს შანსს, რომ გლამურულ სამყაროში შეაბიჯოს.

 

ძირითადი ინსტინქტები (1992 წელი)

პოლიციის ოფიცერი მკვლელობაში ეჭვმიტანილ, მწერალ ქალს უახლოვდება. პოტენციური დამნაშავე ბრწყინვალედ მანიპულირებს ადამიანებით, ამაში კი სექსუალურობა და ქარიზმა ეხმარება.

 

ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი 3 – სიტხების შურისძიება (2005 წელი)

სამწლიანი ბრძოლის შემდეგ, კლონების ომი დასასრულს უახლოვდება. ჯიდაები დავალებას აძლევენ ობი-ვან კენობის,  გენერალი გრივოსი დანიშნულების ადგილამდე უნდა მიიყვანოს. ამ დროს კორუსკანტზე ძლიერდება კანცლერი პალპატინის ძალაუფლება. მისი პოლიტიკური რეფორმები ომისგან ძალაგამოცლილ რესპუბლიკას ძლიერ  იმპერიად გარდაქმნის.

 

დაწყევლილი გზა (2002 წელი)

მაიკ სალივანი ქილერად მუშაობს კრიმინალურ ავტორიტეტ ჯონ რუნისთან. ერთ-ერთი შეკვეთილი მკვლელობის მოწმე ხდება სალივანის უფროსი ვაჟი, რის გამოც მას მოკვლას უპირებენ. სალივანი იძულებულია, შვილის გადასარჩენად, გაიქცეს და დაიმალოს.

 

1984 (1984 წელი)

ოკეანიის ქვეყნების ხალხში არეულობის ჩასახშობად, მმართველმა პარტიამ წარსული მთლიანად შეცვალა და აწმყო ხელახლა შექმნა… ყოველ მოქალაქეს უთვალთვალებენ და ტელევიზიის მეშვეობით “ტვინს ურეცხავენ”.

 

გაუჩინარებული ქალი (2014 წელი)

ახალგაზრდა ქალი უკვალოდ გაქრა ქორწილის მეხუთე წლისთავის აღსანიშნავ დღეს. მთავარი ეჭვმიტანილი მისი მეუღლე, ნიკია.

 

შავი რაინდი (2008 წელი)

,,შავი რაინდი” არის ანარქიზმის იდეებიდან აღმოცენებული ინტელექტუალი დამნაშავისა და სამართლიანი „ჩუმი დარაჯის“ დაპირისპირება, სადაც საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და პირადი შურისძიების იდეების დაპირისპირებაა წარმოჩნილი, ასევე სოციუმის ნაკლოვანი მხარეები და ადამიანური სისუსტეები.

 

ხერხი (ყველა სერია)

ფსიქიკურად გაუწონასწორებელი სერიული მკვლელი ადამიანებსის სიცოცხლეს ეთამაშება, თავის სასტიკ საქციელს კი ,,დიადი მიზნით” ამართლებს, თითქოს სურს, რომ ხალხს  ცხოვრების ფასი ასწავლოს.

ხერხი 1 

ხერხი 2

ხერხი 3 

ხერხი 4

 

შვიდი (1995 წელი)

ორი გამომძიებელი თავგამოდებით ნადირობს სერიულ მკვლელზე, რომლის დანაშაულთა სერია დაფუძნებულია “შვიდ სასიკვდილო ცოდვაზე”. გამოცდილი დეტექტივი სომერსეტი იძიებს ყველა ცოდვას სათითაოდ, რათა ამოიცნოს მკვლელის აზროვნება.

 

დაცემული ანგელოზი (1998  წელი)

სასამართლოს გადაწყვეტილებით სასიკვდილოდ განაჩენი გამოუტანეს ციხეში მყოფ მანიაკს. რის საპასუხოდაც  ქალაქში საიდუმლო მკვლელობების სერია დაიწყება. ვიღაც  ადამიანებს კლავს და რიტუალებს. დეტექტივი ჰობსი, რომელიც მანიაკის სასიკვდილო დასჯის დროს იქვე იმყოფებოდა, გამოძიებას ითავებს.

 

უცხო: კოვენანტი (2017 წელი)

გალაქტიკის მეორე მხარეს მდებარე პლანეტის შესწავლისას, ხომალდის ეკიპაჟი მიხვდება რომ ,,სამოთხე” სინამდვილეში ბნელი და სახიფათოა.