10 ფილმი მეგობრობით დაწყებულ სიყვარულზე, რომლებსაც უცრემლოდ ვერ ნახავთ

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

1.სიყვარულით, როზი (2014 წელი)

იმის შემდეგ, რაც საუკეთესო მეგობრები – როზი და ალექსი – გაიზარდნენ, მათი ცხოვრების გზები გაიყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ალექსი სასწავლებლად გაემგზავრა, რაც როზიმ ვერ შეძლო, დაუგეგმავი ორსულობის გამო. ერთ დღესაც მშობლიურ ქალაქში დროებით დაბრუნებული ალექსი, მოულოდნელად როზის სტუმრად ეწვევა და მის საიდუმლოს გაიგებს.

 

2. ერთი დღე (2011 წელი)

დექსტერი და ემა შეხვედრის დღესვე დაკავდნენ სექსით,  რადგან ამ პროცესით დიდად კმაყოფილები არ დარჩენილან, გადაწყვიტეს უბრალოდ ემეგობრათ.  ისინი ყოველწლიურად 15 ივლისს შეხვედრაზე შეთანხმედნენ. ამ დღეს ორივენი მთელ სამყაროს უხურავენ კარს ცხვირწინ და მხოლოდ ერთმანეთისთვის არსებობენ. სულ მალე ემა დექსტერის ცხოვრების ყველა სირთულისა და წარმატების თანაზიარი ხდება.

 

3. შემიყვარე, თუ გაბედავ (2003 წელი)

ჯულიენი და სოფი ბავშობიდან მეგობრობდნენ. მათ მოიფიქრეს შეჯიბრება ,,ვინ უფრო გიჟურად მოიქცევა?!” ზრდასრულებიც კი განაგრძობენ მის თამაშს. მოწიფულ სოფისა და ჯულიენს თავიანთი პირადი ცხოვრება აქვთ, ისინი ხვდებიან საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს და ფლირტაობენ, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ერთმანეთი უყვართ და არ აღიარებენ.

 

4. სექსი მეგობართან (2011 წელი)

დილანი და ჯეიმი დამეგობრდნენ, რადგან ერთად  დროს სასიამოვნოდ ატარებდნენ. ცოტა ხანში მათ ურთიერთობას სექსიც დაემატა. მეგობრები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთი არ შეუყვარდებოდათ, მაგრამ თანდათან ყველაფერი გართულდა…

 

5. თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ (2011 წელი)

პლასტიკური ქირურგი მასზე უმცროს ქალთან გააბამს რომანს, რომლის მოსახიბლადაც  ყველაფერზეა წამსვლელი: მოიგონებს თითქოს ცოლსაა გაშორებული და შვილები ჰყავს. სიტუაციისთვის რეალური ელფერის შესამატებლად  ამ თამაშში თავის უახლოეს მეგობარსა და ასისტენტს ჩართავს.

 

6. რაღაც, სიყვარულის მსგავსი (2005 წელი)

ოლივერი და ემილი ერთმანეთს მატარებელში შეხვდებიან, რომელიც ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკში მიდის. ერთი შეხედვით, შეუძლებელია მათ შორის სერიოზული ურთიერთობა ჩამოყალიბდეს, მეორე მხრივ, ისინი აშკარად მიიზიდებიან ერთმანეთისკენ.

 

7. უფრო მეტი, ვიდრე სექსი (2011 წელი)

ემა ძალიან დაკავებულია თვითგანვითარებითა და სამსახურით, რადგან ექიმია. მას პირადი ცხოვრებისთვის არ სცალია, ამიტომ უახლოეს მეგობარს, სიმპათიურ ადამს უცნაური ტიპის ურთიერთობაზე შეუთანხმდება: ,,მოდი, მეგობრული სექსი გვქონდეს!”  როგორ დამთავრდება ექსპერიმენტები, რისი გადატანა მოუწევთ ემასა და ადამს, ამას თავად ნახავთ ფილმში.

 

8. ყოფილი გოგონების მოჩვენებები (2009 წელი)

კონორი მექალთანეა, რომელმაც არა ერთ ქალს ატკინა გული. ძმის ქორწილზე ჩასულს მას ცოდვების მონანიება მოუწევს. სწორედ ამ დროს ხვდება თავის ძველ, აუახლოეს მეგობარს, რომელიც ფარულად უყვარდა კიდეც.

 

9. შიშველი სიმართლე (2009 წელი)

ისინი სულ ჩხუბობენ: ერთი – ფემინისტია, მეორე სექსისტი; ერთი – რომანტიკოსია, მეორეს – სიყვარულის არ სჯერა… მიუხედავად განსხვავებებისა დამეგობრებას შეძლებენ და მეტიც, ერთმანეთს დაეხმარებიან.

 

10. ლოლ (2012 წელი)

ეს არის ფილმი სტუდენტ გოგონაზე, რომლის პირად ცხოვრებაშიც სრული ქაოსია: დაშორებული მშობლები; დედა, რომელსაც ვერ გაურკვევია, რა სურს და არ სცალია შვილისთვის; შეყვარებული, რომელმაც უღალატა და მასზე ცალმხრივად შეყვარებული ძმაკაცი, რომელიც შესაძლოა ლოლას ცხოვრების უდიდეს სიყვარულად იქცეს…