“ლა ლორონას წყევლა” – უმძიმესი ჰორორი “წყევლა 3″–ის რეჟისორისგან

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

“წყევლა 3” ეკრანებზე ჯერ არ გამოსულა, თუმცა, ვარაუდობენ, რომ სიმძაფრით, შესრულებით, სპეცეფექტებითა და სიუჟეტით ის ორივე ნაწილს ბევრად აჯობებს. თავისთავად, ფილმის წინა ნაწილებს საკუთარი მაყურებელი და ფანების დიდი ამალა ჰყავს, ასე რომ, მესამე ნაწილისგან ბევრს ელოდებიან.

წყევლის” მესამე ნაწილის რეჟისორი მაიკლ ჩეივსია, რომელიც ასევე რეჟისორობდა ფილმს “ქალწული / The Maiden”. სულ ახლახანს გამოვიდა ფილმის პოსტერი და თიზერ–თრეილერი, რომელსაც ჰქვია “ლა ლორონას წყევლა” და მისი რეჟისორიც მაიკლ ჩეივსი გახლავთ.

ლა ლორონა” ესპანური ფრაზაა და ატირებულ ქალს ნიშნავს, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ რეჟისორმა გადაწყვიტა ფრაზის ინგლისური შესატყვისის (The Weeping Woman) ნაცვლად მისი ორიგინალი ვერსია გამოეყენებინა, ჰოლივუდში ამბობენ, რომ ამასაც განსაკუთრებული დატვირთვა ექნება. თავდაპირველად ფილმს სხვა სახელი უნდა ჰქონოდა: “ბავშვები / The Children”, თუმცა მოგვიანებით არჩევანი “ლა ლორონას წყევლაზე” შეაჩერეს და ჩვენც, მაყურებლები, ვთანხმდებით, რომ ასე უფრო დრამატულად და საშიშად ჟღერს.

თუმცა ფილმის სახელწოდება არაფერია მის პოსტერთან, რომელსაც თან ახლავს თაგლაინი: “მას შენი ბავშვები უნდა“:

 

უკვე გამოსულია ფილმის თიზერ–თრეილერიც, რომელიც ნამდვილად საშიშ და მარალი რეიტინგის ჰორორს გვპირდება:

 

ფილმი ეკრანებზე 2019 წლის 19 აპრილს გამოდის.