“ადამიანები შავებში” – კრის ჰემსვორტი ფოტოებს აქვეყნებს!

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ვიხილავდით ახალ ფილმს “ადამიანები შავებში“, რომელშიც მთავარ როლს ლაიამ ნისონი, ტესა ტომფსონი, რებეკა ფერგუსონი, კრის ჰემსვორთი და სხვები შეასრულებდნენ.

ფოტოები გადასაღები მოედნიდან მალევე გავრცელდა (ისინი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე). მსახიობმა ტესა ტომფსონმა საკუთარ ინსტაგრამზე მალევე განათავსა ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ და რა პირობებში მიმდინარეობს გადაღებები.

კრის ჰემსვორთმაც არ დააყოვნა და მალევე მის ინსტაგრამ გვერდზეც გაჩნდა ახალი სურათების კოლაჟი:

 

 

 

 

ცნობილია, რომ ტესა ტომფსონი გვევლინება აგენტი ემის როლში, კრისი იქნება აგენტი ეიჩი, ხოლო ემა ტომფსონი – აგენტი ოუ.

გთავაზობთ კრისის წარწერის ქართულ ვარიანტს, რომელიც მან ფოტოებს გაუკეთა:
…”ლონდონიდან მაროკოში, შემდეგ იტალიაში, შემდეგ ნიუ–იორკში! მადლობა ფანტასტიკურ ქასთსა და ჯგუფს, რომელმაც იმონაწილევა ამ ეპიკურ თავგადასავალში! და მადლობა რეჟისორ გარი გრეის. გაუმარჯოს მხიარულ დროს, ბევრ სიცილსა და მძაფრ მოგონებებს. ერთი სული მაქვს, როდის იხილავთ ჩვენს ნამუშევარს“…

ფილმის გამოსვლის თარიღია 2019 წლის 14 ივნისი.